Georgia. Tbilisi  - Registration number: B17138113

 ქარ   RUS   ENG

LLC. Business Plus / Georgia - Blog on website.

Project – "Whole universe together"

გმადლობთ სტუმრობისთვის      Спасибо за посещение      Thank you for visiting  tel: +995599890129;  E-mail: business_plius@inbox.ru   Эл. почта для проектов;  e-mail, for projects:  project_bpg@mail.ru

ამინდის პროგნოზები Прогнозы погоды
Weather forecasts

meteo.gov.ge
Currency Converter Конвертер валют ვალუტის კონვერტორი
 

Calendar on the site   

საიტის მენიუ  Меню сайта  Site menu

საკადრო პლიტიკა, საკადრო უზრუნველყოფა
სასარგებლო ბმულები
ფოტო გალერეა
ფოტო პრეზენტაცია
ვიდეო გალერეა
ვიდეო პრეზენტაციები
სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის
შესვლა ვირტუალურ ოფისში
რეკლამა საიტზე
სტატიები
საიტის ბლოგი

 

WUT

Whole universe together

 

სარეკლამო ადგილი 300 x 180

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

 

სარეკლამო ადგილი 293 x 133

 

სარეკლამო ადგილი 293 x 133

ბლოგი საიტზე, - ძლიერი, მოწესრიგებული და ჭკვიანი ადამიანებისთვის “ევერესტი” მხოლოდ პატარა ბორცვად შეიძლება ჩაითვალოს,

 
Business Plus / Georgia დასაწყისი Начало Start
 
The site is in the process of manufacturing. Accordingly all information is not provided.
საიტი დამზადების პროცესშია. შესაბამისად ყველა ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
Сайт находится в процессе изготовления. Соответственно вся информация не предоставлена.

 
Georgia

 

 

ბლოგი 1

ძლიერი, მოწესრიგებული და ჭკვიანი ადამიანებისთვის “ევერესტი” მხოლოდ პატარა ბორცვად შეიძლება ჩაითვალოს,

ბლოგი 2

დროებითი გართობისთვის მუსიკა, ვებ გვერდზე. - Музыка для временного развлечения на сайте. - Music for temporary entertainment on the site.
 

 

 

1   2   3   4   5   6   7   8   9   10

ძლიერი, მოწესრიგებული, და ჭკვიანი ადამიანებისთვის “ევერესტი” მხოლოდ პატარა ბორცვად შეიძლება ჩაითვალოს

სტატია - გაგრძელება, პროექტი - „მთელი სამყარო ერთად“  მოკლე დახასიათება

ანამ სტატიის ძირითად თემას შევეხები ანუ დასაშვებ ფარგლებში განვიხილავ პროექტს, იმ პირებმა, რომლებიც ჩემთან დაკავშირებას მოისურვებენ,

ინდა იცოდნენ, რომ ამ სტატიას მე განვიხილავ როგორც იურიდიულ დოკუმენტს, მიმართვას ჩემს გარშემო არსებული საზოგადოებისადმი, ანუ საჯარო ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირებისადმი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ, გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები და შედეგად მივიღოთ საჭირო ზომები ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად.

ამომდინარე ზემოთ თქმული ფრაზიდან, რომელიც განიხილავს ამ დოკუმენტს როგორც იურიდიულს, მე პასუხს ვაგებ სრულად ამ მიმართვაში ჩემს მიერ გადმოცემულ განმარტებებზე და წინადადებებზე, ასე რომ თუ რაიმე შეკითხვები გაგიჩნდებათ, ვეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ, რა თქმა უნდა, თუ ჩემი პასუხი არ შეიცავს კონფედენციალურ ინფორმაციას.

ქვე მინდა დავამატო  ჩემს პროექტთან დაკავშირებით, რომ მას ჰქვია სახელი „მთელი სამყარო ერთად“ - „Whole universe together“.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩემთან შეხვედრის მსურველების საყურადღებოდ, პირველი შეხვედრა იქნება მხოლოდ გაცნობითი ანუ პროექტი განხილვას არ დაექვემდებარება,  ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. კონკრეტული საკითხების განხილვა კი დაიწყება მხოლოდ მეორე და შემდგომ შეხვედრებზე.

ამომდინარე ზემოთ თქმულიდან, მე არ ვთვლი თავს ვალდებულად,  ნებისმიერ პიროვნებას პირველივე შეხვედრაზე გავუკეთო პრეზენტაცია ჩემს პროექტთან დაკავშირებით.

თხოვთ გაითვალისწინოთ, პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს ფრაზა ეხება ნებისმიერ პიროვნებას, ვინც არ უნდა იყოს ის, გნებავთ მაღალი თანამდებობის პირი, გნებავთ პიროვნება, რომლის ქონებაც გამოისახება ექვსი, შვიდი, რვა და ა. შ. ციფრით.

სე რომ, მეგობრებო, მე მირჩევნია დაიკარგოს საქართველოს ფინანსურ სივრცეში საბრუნავი თანხები,  როგორც მინიმუმი 200 მილიონი ამერიკული დოლარი და ბიუჯეტში წლიური მინიმუმ 20 მილიონი დოლარი შემოსავლის სახით, ვიდრე კარდაკარ ვიარო უაზროდ, კომპანიიდან (დაწესებულებიდან) - კომპანიაში (დაწესებულებაში).

ოლო აბზაცთან დაკავშირებით მომიტევეთ, ეს აბზაცი რომ არ მიმეთითებინა არ შეიძლებოდა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე უბრალოდ დავიღალე თანამოსაუბრეების ამბიციების დაკმაყოფილებით, რომელიც ხდებოდა მხოლოდ ზრდილობის გამო და არა მათდამი დიდი პატივისცემის გამო, რომელიც არ შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოცემულ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობდი.

სე რომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, პიროვნული პატივისცემა წარმოიშობა მხოლოდ კონკრეტული პირის ფიზიკურად გაცნობის შემდეგ და არა მის გაცნობამდე, - და არა იმის გამო, რომ ის ფლობს სოლიდურ ქონებას ან უკავია მაღალი თანამდებობა, ეს კი დამეთანხმებით სულ სხვადასხვა რამეა.

ესაბამისად, დამეთანხმებით ალბათ, ადამიანს, რომელსაც არ იცნობ, ძალიან რთულია პატივი სცე ან პირიქით და მისდამი პატივისცემის არქონის გამო, აიტანო ის, რის ატანაზეც არანაირად არ ხარ ვალდებული.

ხლა ნება მომეცით ეტაპობრივად გადავიდე პროექტზე:   

ირველ ყოვლისა მინდა, როგორც შესაძლებელია, მოკლედ დავახასიათო საქართველოს და არა მარტო საქართველოს ბიზნეს-გარემო.

მისათვის მინდა შეგახსენოთ ქვეყანაში არსებული ბიზნეს-ჯგუფების კლასიფიკაცია, რომელიც საკმაოდ მძაფრად იგრძნობა საქართველოში და სნგ - ს ქვეყნებში, ასევე არაბულ და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში. ოდნავ განელებულია ეს კლასიფიკაცია ყოფილ ვარშავის ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნებში, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა დასავლეთ ევროპის და სხვა მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში.

ა ეს არის მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი და მსხვილი ბიზნესი.

მათ შორის სხვაობა კი მხოლოდ დაგროვილი ქონებაა,  ანუ მეორე იმიტომ არის დიდი, რომ ცოტა მეტი ფული აქვს პირველთან შედარებით, მესამე კი იმის გამო არის მსხვილი, რომ ცოტა მეტი ფული აქვს მეორესთან შედარებით.

ქვე მინდა მივუთითო, რომ პრობლემა იმაში არ არის ვის რამდენი ფული აქვს, პრობლემა არის მხოლოდ მათ თანაარსებობაში, საქართველოში კი ამ სამ ჯგუფს შორის უზარმაზარი ხევია, სადაც ხიდები თითქმის არ არსებობს.

ფრო გასაგები რომ იყოს, გთხოვთ იხილოთ (სურათი 1.)

სურათი 1.

პრობლემა მე მგონი სახეზეა და მთელი უბედურების საკმაოდ სერიოზული ნაწილიც აქ არის,

ა მეორე ნაწილი (სურათი 2.) ესეც მეორე პრობლემა - არასათანადოდ მიქცეული ყურადღება სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ბიზნეს-წინადადებების მიმართ, რომლებიც საჭიროებენ

სურათი 2.

პოლიტიკურ მხარდაჭერას სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან, რაც ან არ სრულდება, ან გვიან სრულდება.

მას გარდა, პირდაპირ ვიტყვი, უფრო ზუსტი ნათქვამი რომ გამოვიდეს, სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებებში, საკმაოდ ბევრს რატომღაც, ხალხისგან გამორჩეული მარგალიტები ჰგონიათ საკუთარი თავი, არადა განუვითარებლობის გამო, ნაწერი ტექსტიდან შინაარსის გამოტანის შესაძლებლობაც კი არ აქვს, ჯეროვანი პასუხის გაცემაზე და აზრიანი კითხვების დასმაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია.

მას გარდა არ ითვალისწინებენ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების ნააზრევს, არ ითვალისწინებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მიგნებებს, რომლებიც შეიძლება ავიდეს სამთავრობო კონტროლზე  და ამით საქართველოს ბიუჯეტში შევიდეს სოლიდური თანხები გადასახადების სახით.

პირიქით, მათი ქცევიდან გამომდინარე, ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანების ჯგუფი მათ წარმოსახვაში არის უბრალოდ იმდენად დაბალი ფენა, რომ მასთან საუბარსაც კი არ აქვს აზრი. P.S.??? 

იანურდება აგრეთვე მსხვილი ბიზნესიდან შესული წინადადებების რეალიზაცია, რომლებიც სახელმწიფოს ჩარევას ითხოვს ანუ სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებას და ა. შ.

აც შეეხება კერძო ბიზნესს (სურათი 1), მათ კლასიფიკაციას და ურთიერთთანაარსებობას, არც აქაა კარგი მდგომარეობა. მცირე და მსხვილ ბიზნესს შორის კავშირი  ნულის ტოლია, ანუ მსხვილ ბიზნესს არც აინტერესებს მცირე ბიზნესის არსებობა და ეს მაშინ ხდება, როცა ისინი გარკვეულწილად დამოკიდებულნი არიან მცირე ბიზნესზე, როგორც მათ კლიენტურაზე, რომლებსაც საბოლოო მომხმარებლამდე მიაქვთ მსხვილი ბიზნესის მიერ შექმნილი პროდუქტი.

ოდნავ მცირე მოძრაობა შეინიშნება მცირე და საშუალო ბიზნესს შორის, თუმცა შედეგები არასახარბიელოა. საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ერიდება ურთიერთობას მცირე ბიზნესთან. მიზეზი მრავალია, ყველა მიზეზის ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა ქვემოთ ერთ-ერთს, მთავარს მოგახსენებთ.

ცირე მოცულობის ურთიერთობებია მსხვილ და საშუალო ბიზნესს შორის, რაც განპირობებულია შემდეგი ერთ-ერთი გარკვეული პირობების გამო,

აშუალო დონეზე წინ წამოწეული მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ბიზნესის სტაბილურობის და განვითარების მიზნით ესაჭიროება ფინანსურად ძლიერი პარტნიორი.

ანკი ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდო პარტნიორია, ანუ მისი გამოყენება შეიძლება რომელიმე ერთჯერადი ოპერაციის პროექტის განსახორციელებლად.

ესაბამისად სასწორი იხრება პარტნიორისკენ.

ს პარტნიორი შეიძლება იყოს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი.

ს პარტნიორი შეიძლება იყოს საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

ს პარტნიორი შეიძლება იყოს მცირე ბიზნესის წარმომადგენელი.

აშუალო და მცირე ბიზნესი სთავაზობს თანამშრომლობას საერთო მიზნის განსახორციელებლად.

სხვილი ბიზნესი სთავაზობს თანამშრომლობას 50/50 ან დაფინანსებას პირობებით 50/50 - ზე, რაც საკმაოდ იშვიათია, თუმცა იდეალური ვერსიაა.

ნ კომპანიის ბიზნესის 51 და მეტი პროცენტის დაფინანსებას სტატუსით „მმართველი პარტნიორი“, რაზეც საკმაოდ ბევრი თანხმდება და „გადადის მეპატრონიდან ტოპ მენეჯერის პოზიციაზე“.

მ მოქმედებას ინვესტორი ეძახის

„კომპანიის ყიდვას, ანუ თავისი კომპანიის გაფართოებას“,

ნვესტიციის მიმღები ამ მოქმედებას ეძახის, „ინვესტორის შემოსვლას და თავი ისევ ბიზნესის მეპატრონე და დამოუკიდებელი იურიდიული პირი ჰგონია“.

თამბეჭდავი სურათია არა??? დამეთანხმებით ალბათ. P.S.???  

ოველივე ამის გამო კი, ის (ინვესტიციის მიმღები) არასასურველი, არასანდო პარტნიორი ხდება ისეთი პერსპექტიული და შემოსავლიანი პროექტისთვის, როგორსაც შემოგთავაზებთ ქვემოთ.

თქვენის ნებართვით, ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ ფრაზას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს ახასიათებს ტექსტის მარტო თვალებით კითხვა;

„პირველი შეხვედრა იქნება მხოლოდ გაცნობითი ანუ პროექტი განხილვას არ დაექვემდებარება, ანუ ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ, შეხვედრა შეხვედრისთვის, რაც შეეხება კონკრეტული საკითხების განხილვას, ის დაიწყება მხოლოდ მეორე და შემდგომ შეხვედრებზე“.

სმის კითხვა, რატომ წავუმძღვანე ეს სტატია პროექტის მოკლე დახასიათებას? ეს გავაკეთე იმ მოსაზრებით, რომ დაინახოთ სხვაობა საქართველოში არსებული ბიზნესის წარმოების პრაქტიკასა და ჩემს პროექტში მითითებულ დებულებებს შორის.

კითხვა მეორე, რატომ ვაქვეყნებ ამ სტატიას პროექტის დახასიათებასთან ერთად? - ან რატომ მჭირდება პარტნიორი ან პარტნიორები და არა მმართველი პარტნიორი? მოგახსენებთ ღიად, გასაგები მიზეზების გამო, მარტო ჩემი სახსრებით შესაძლებელია მხოლოდ ამ პროექტის ნაწილობრივი და ეტაპობრივი განხორციელება, რაც წარმოშობს მინიმუმ 30% რისკ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება პროექტის განხორციელებას სერიოზულად შეუშალოს ხელი.

გამომდინარე აქედან, საჭირო გახდა ან პარტნიორ-ინვესტორის მოძიება ან ეს პროექტი მთლიანად უნდა გადაეცეს სახელმწიფო საჯარო იურიდიულ პირს, ანუ განხორციელდეს კონკრეტულად სახელმწიფოს მიერ, მაგ.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“.  

ან საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფისის, მიერ - მინდა გითხრათ, რომ მე მზად ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით გავაგრძელო კონსულტაციები ხსენებულ უწყებებთან,

ან დავიწყო კონსულტაციები სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან.

აცნობებთ, თუ რომელიმე ზემოთ თქმული უწყებების, ან სხვა უწყებების, ან პარტნიორ- ინვესტორის მეშვეობით სრულად განხორციელდება ეს პროექტი, ამ შემთხვევაში რისკ-ფაქტორის მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5%,

- ეს კი, დამეთანხმებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

აც შეეხება ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლებით ჩემს უზრუნველყოფას, - მსურს ასევე დაგარწმუნოთ, რომ მე აქ ფინანსური ინტერესები არ მამოძრავებს, მე მამოძრავებს კარგი, მაღალი დონის პროექტის გაკეთების ინტერესები, რომელიც გამოადგება ყველას, როგორც ფიზიკურ პირებს - შეიქმნება სამუშაო ადგილები, - ასევე იურიდიულ პირებს,

რათა შეძლებისდაგვარად გაჯანსაღდეს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო.

მაგალითად, გაძლიერდეს მცირე და, განსაკუთრებით, საშუალო ბიზნესი და ა. შ.

აც შეეხება ჩემს ფინანსურ შემოსავლებს, აღნიშნული პროექტიდან ის იქნება,

ახელმწიფო საჯარო იურიდიულ პირის შემთხვევაში ფიქსირებული ანაზღაურება,

რომელიც იქნება გაკეთებული საქმის ადეკვატური, - და მე ამით სრულიად კმაყოფილი ვიქნები.

ერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში ეს საკითხი იქნება ცალკე განხილვის საგანი.

სტატიის დასასრული.

კეთილი სურვილებით, დავითი

გთხოვთ იხილოთ ქვემოთ, პროექტის - „მთელი სამყარო ერთად“, მოკლე დახასიათება

 

პროექტი

მთელი სამყარო ერთად

  მოკლე დახასიათება

 

 

ათაური საინტერესოა დამეთანხმებით ალბათ, პროექტიც კარგი და ლამაზია და, რა თქმა უნდა, შესრულებადი, თუმცა ცოტა ადრეა იმის გამო, რომ საზოგადოება მზად არ არის ამდაგვარი პროექტების განსახორციელებლად. ამიტომ მომიწია მიმემართა ჰიბრიდული წესით ბიზნესის  წარმოებისთვის.

ერძოდ, ეს პროექტი დაფუძნებულია ბიზნესის ინტერნაციონალიზაციაზე, რაც დაახლოებით იგივეა, რომ საქმის წარმოების დროს უნდა დავეყდნოთ საქმეში მონაწილეთა თვითშეგნების დონეს, ეს დონე კი საქართველოში კატასტროფულად დაბალია. ამის გამო ინტერნაციონალურ ბიზნეს-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ეს საქმე უბრალოდ არ გამოვა, - და ნურც ნურავინ შეეცდება ამის გაკეთებას.

ს საქმე გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერნაციონალური ბიზნეს-ტექნოლოგიებიდან ამოვიღებთ მოქმედებათა რაღაც ნაწილს და დანაკლისს შევავსებთ სხვა ბიზნეს-ტექნოლოგიებით. ამით არც პროექტს დაუშავდება რამე და არც მასში მონაწილე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

წორედ ამას გულისხმობს ჰიბრიდული ბიზნეს-ტექნოლოგიები, რომლის გაგებაც ძალიან ბევრს უბრალოდ არ სურს და ეყრდნობა ვიღაც „განვითარებული ევროპელი თუ ამერიკელის დაწერილს“. იმაზე ფიქრის სურვილი კი არ აქვს, რომ თვითონაც რაღაც შეუძლია და იმ „განვითარებულ ევროპელ თუ ამერიკელზე ნაკლები არაფრით არ არის“.

ხლა გადავიდეთ პროექტის ზოგად დახასიათებაზე.

მანამდე მცირე მეგობრული გაფრთხილება კოლეგებისადმი, - იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ არ მოინდომოს ამის გაკეთება ისე, რომ მე არ ვიცოდე, ანუ ინფორმაციის არქონის გამო მე მას ვერ დავეხმარო, ამით კი მან საქმე გააფუჭოს და ამ პროექტის ხიბლი დაბლა დასწიოს საზოგადოების თვალში, დამერწმუნეთ ეს ძალიან არასასურველი იქნებოდა ჩემთვის. წორედ ამიტომ, მე ვთხოვდი ნებისმიერს, ვინც ჩაიფიქრებს ამდაგვარ პროექტს, დამიკავშირდეს. მე ბევრ საინტერესოს ვეტყვი ამ პროექტის ირგვლივ, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობებით.

ვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ პროექტის განვითარების დიაგრამას, რომელიც შედგება წითელი, ყვითელი და მწვანე ხაზებისგან, შუქნიშნის მსგავსად. 1. რაც შეეხება წითელ მონაკვეთს, ის უკვე გავლილია, საფუძველი უკვე ჩაყრილია; 2. საქმის მეორე ნაწილი არის პირველი ყვითელი ტეხილი ხაზი, რომელიც უნდა გაკეთდეს და მოითხოვს 1 თვიდან - 2 თვემდე დროს; 3. პირველი ყვითელი ვერტიკალი არის პროექტის განვითარების მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 6 თვე და ა. შ. სულ დაახლოებით 4 წლამდე ვადაში (შეგახსენებთ 2 წლის სამუშაო უკვე შესრულებულია) პროექტი სრული დატვირთვით უნდა ამუშავდეს.

აბოლოს, რჩება ბოლო ყვითელი ტეხილი ნაწილი, რომლის გავლის შემდეგ დავინახავთ მწვანე ხაზს და რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ ჩაირთო პროექტის განვითარების ავტომატური რეჟიმი, რომელსაც საქართველოს ფინანსურ სივრცეში შეუძლია შემოიტანოს, როგორც მბრუნავი სახსრები, მინიმუმ 200 000 000 აშშ დოლარი, პროექტის განვითარების იდეალურად გამართლების შემთხვევაში 400 000 000 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში.

ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალი კი შეიძლება იყოს მინიმუმ 20 000 000 აშშ დოლარი წელიწადში.

„ეს არის სავარაუდო შედეგი პროექტის განვითარების ავტომატურ რეჟიმში გადასვლის მომენტისთვის.

ოგორც ხედავთ, პროექტი ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილი განსახორციელებელია მონდომებული თანამშრომლისთვის, თუნდაც ის იყოს სანახევროდ პროფესიონალი, ანუ კარგად რომ გაიგოთ, მონდომებული თანამშრომელი, მთელი სამუშაო დღის მანძილზე შეძლებს 1 საათი შესვენების გარდა, დამატებით დასასვენებლად გამოიყენოს 1,5 საათი  და საქმეები სრულად ჰქონდეს მოწესრიგებული.

როექტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი მთავარი ოფისი, ჩვენი დედაქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იქნება თბილისში.

აც შეეხება რეგიონებს, საწყის ეტაპზე შეირჩა ორი რეგიონი: ევროპის კონტინენტი (იხ. სურათი). ოგორც ჩანს რუკაზე, მთავარი ოფისი უნდა იყოს თბილისში, ხოლო რეგიონალური მინსკში და პარიზში.

მიმდინარეობს საუბარი შევეიცარიასთან ერთი რეგიონალური ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალურ ევროპას მოემსახურება, იმედია მოლაპარაკება სასურველი შედეგით დასრულდება.

უკაზე მითითებულ მოცემულ ქვეყნებთან ურთიერთობის მაღალ დონეზე მოწესრიგების შემდეგ, მოქმედებები იწყება ევროპის სამხრეთ ნაწილში და რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, მოსკოვის ოლქში.

ემდეგი რეგიონი არის შორეული აღმოსავლეთი, იხ. სურათი:

რომელიც მოიცავს შორეული აღმოსავლეთის სანაპიროს, დაწყებული იაპონიიდან ავსტრალიის ჩათვლით, 12 გეოგრაფიული სეგმენტი, 14 კომპანია.

აქტიურ კავშირზე  კომპანია ახლო აღმოსავლეთში, იორდანიაში ქალაქ   ამანში, რომელიც მზად არის გახსნას რეგიონალური ოფისი, მოც. პრ-ის ფარგლებში, სადაც მოიზიდავს ახლო აღმოს-ის და არაბული რეგიონის წარმომადგენლებს.

შემდეგი ნაბიჯი იქნება შუა აზიის რეგიონი, რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან ინდოეთის ოკეანემდე.

ასევე ამერიკის კომტინენტი და ა.შ.

აქ თუ შეიძლება არ გაგიკვირდეთ და არ ჩამოგიყალიბდეთ აზრი ჩემს შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ მე მეტისმეტად ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე.

ეს ასე არ არის, - ეს არის ასე, გაკეთდება იმდენი საქმე, რისი გაკეთებაც ფიზიკურად, რეალურად იქნება შესაძლებელი!!!!!

ანუ მომავალში ამ პროექტის განვითარების მიზნით, შემოთავაზებულ ასტრონომიულ თანხაზე უარი რომ ვთქვა არ გაგიკვირდეთ, ეს არ იქნება ასე ვთქვათ ჩემი სიზარმაცის შედეგი, -  ეს იქნება ჩემს მიერ მეტის გაკეთების, შეუძლებლობის მანიშნებელი მოქმედება.

როგორც ხედავთ, პროექტი არის მასშტაბური და იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ამ პროექტს ესაჭიროება მილიონობით დოლარის ინვესტიცია,  მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცდებით მეგობრებო. ამ პროექტს, თავის მასშტაბებიდან გამომდინარე, ესაჭიროება 10 - ჯერ, 20 - ჯერ და მეტჯერ ნაკლები ინვესტიცია, ვიდრე თქვენ შეიძლება გაიფიქროთ.

ასე რომ, რა დასკვნაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერი მცდარი იქნება ჩვენს შეხვედრებამდე.

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ ფრაზას, იმათთვის ვინც თვალებით კითხულობს ტექსტს.

„პირველი შეხვედრა იქნება მხოლოდ გაცნობითი ანუ პროექტი განხილვას არ დაექვემდებარება, ანუ ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, რაც შეეხება კონკრეტული საკითხების განხილვას, ის დაიწყება მხოლოდ მეორე და შემდგომ შეხვედრებზე“.

აც შეეხება პროექტის მართვას, ესეც იდეალურადაა მოწესრიგებული.

ს უზარმაზარი პროექტი იმართება მაქსიმუმ 15 სტაციონალური თანამშრომლის მეშვეობით, რომლებსაც ეხმარება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამა, რომლის ღირებულებაცაა დაახლოებით ეიჩარის და ბუღალტრის  წლიური ხელფასის ტოლი და რომელიც თავის დამზადების ხარჯს იღებს 1 წელიწადში, ასევე გამორიცხავს ეიჩარის ყოლას ოფისში, ამას გარდა ოფისის სტაციონალურ თანამშრომლებს ეხმარება 50 - მდე თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტის სტატუსით, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ იმ გაკეთებული კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, რა დავალებასაც შეასრულებენ. ასევე ოფისის სტაციონალურ თანამშრომლებს ეხმარებიან დისტანციური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლები 50 ერთეული, რომლებიც იღებენ სტაბილურ ხელფასს და ემორჩილებიან რეგიონალურ მენეჯერებს. ქალბატონებო და ბატონებო, გაითვალისწინეთ, ეს არ არის აუტსორი. ეს სულ სხვა რამეა, თუმცა აუტსორის ელემენტების გარკვეული რაოდენობა აქ არის გამოყენებული.

ხლა შევეხოთ საკმაოდ მტკივნეულ საკითხს: ვინ იღებს და ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში?

მ პროექტში მონაწილეობას იღებს ძირითადი პარტნიორი კომპანიების ჯგუფი, რომელთა სავარაუდო რაოდენობა ამ მომენტისთვის არის დაახლოებით 22 – 24.

ას ნიშნავს ძირითადი პარტნიორების ჯგუფი?

სენი არიან პარტნიორები, რომლებიც ფუნქციონირებენ ერთ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში და მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესი ყვაოდეს მათი განთავსების რეგიონებში.

ნალოგიურად ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მათი ბიზნესი ყვაოდეს სამხრეთ კავკასიაში.

ნათქვამიდან გამომდინარე, შესაბამისად ხელი ეწერება სპეციალურად ამისთვის შექმნილ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ფორმატი მზადაა, თუმცა ამ მომენტისთვის მკაცრად კონფიდენციალურია.

მას გარდა, თითოეული რეგიონიდან დასაშვებია ნებისმიერი რაოდენობის კომპანიის შემოერთება მესამე იურიდიული პირის სტატუსით, რაზეც ანალოგიურად ხელი ეწერება ორ, უკიდურეს შემთხვევაში, 3 ხელშეკრულებას. ხელშეკრულებების ფორმატი მზადაა, თუმცა საჭიროებს მცირე შესწორებებს და ამ მომენტისთვის მკაცრად კონფიდენციალურია.

რას ნიშნავს მესამე იურიდიული პირის სტატუსი.

ესამე იურიდიული პირის სტატუსი არ ითვალისწინებს ჩვენს მიერ კომპანიის ყიდვას, შესვლას მათთან „მმართველი პარტნიორის“ სტატუსით, ანუ თქვენ რჩებით აბსოლუტურად დამოუკიდებლები, თქვენს შინაურ საქმეებში არავინ არ გერევათ და არც არასდროს არ ჩაგერევათ, რამეთუ ამის უფლება არავის არ ექნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების გარდა. ამ შემთხვევაში თქვენი კომპანიის მუშაობაში დაშვებულ ხარვეზებზე პასუხს აგებთ მხოლოდ თქვენ და სხვა არავინ.

აც შეეხება ჩვენთან დამოკიდებულებაში, ჩვენ უბრალოდ პარტნიორები ვართ და მეტი არაფერი. უბრალოდ მე და დანარჩენ ძირითად პარტნიორ კომპანიებს აქვთ ერთი დამატებითი სტატუსი, „პროექტის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე“.

მას გარდა, ჩვენ ყველა, ძირითადი პარტნიორები და მესამე იურიდიული პირები, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ პროექტის წესდებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ.

უნდა ვიმუშაოთ ისე, როგორც ეს შეფერის წესიერ, ჭკვიან და გასაკეთებელი საქმისადმი ერთგულ ადამიანებს.

ქვენ გექნებათ საშუალება უპრობლემოდ დაუკავშირდეთ  რომელიმე ძირითად პარტნიორს და მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი პროფილის კომპანია. ძირითადი პარტნიორი კი უბრალოდ ვალდებული იქნება დაგეხმაროთ ამ საკითხში, მეტიც კონტროლზე აიყვანოს თქვენი საქმიანობა თავისი განთავსების რეგიონში, ყველა კანონით დაშვებული ღონისძიება გაატაროს იმისათვის, რომ თქვენ შეგექმნათ იდეალური სამუშაო პირობები.

ა რაც მთავარია ამ ჯერზე, რუკებზე მითითებულ ქვეყნებში ასევე ახლო აღმოსავლეთში და არაბულ ქვეყნებში, თქვენ გეყოლებათ თქვენი ინტერესების დამცველი კომპანია, რომელიც არავის არ დაზოგავს იმისათვის, რომ თქვენ კარგად და კომფორტულად იგრძნოთ თავი ბიზნეს- საქმიანობის დროს.

აც შეეხება მესამე იურიდიული პირების რაოდენობას, მინდა გითხრათ, რომ რაოდენობა არც ერთ ქვეყანაში შეზღუდული არ არის, ანუ მესამე იურიდიულ პირებს მივიღებთ იმდენს, რამდენის მომსახურებასაც რეალურად შევძლებთ. იურიდიული თვალსაზრისით პრობლემა არ არის, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით შესაძლოა დროებით შეიზღუდოს ახალი წევრების მიღება, ცენტრალური ოფისის გაფართოებამდე.

სევე თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ეს ბიზნეს-გაერთიანება ნებისმირ დროს, გაერთიანებასთან დაწყებული საქმეების დამთავრების შემდეგ და ამაში ხელს  ვერავინ ვერ შეგიშლით.

დაბოლოს, მათ საყურადღებოდ, ვინც ანალოგიური პროექტის შექმნას მოინდომებს.

მინდა შეგახსენოთ ერთი ბიზნეს ჭეშმარიტება:

„ნებისმიერ პროექტს მის ავტორზე უკეთესად ვერავინ ვერ გააკეთებს“.

დამატებით გაცნობებთ;

„ამდაგვარი პროექტები შემოსავლის მიღების სურვილის გამო ვერ გაკეთდება, უბრალოდ არ გამოგივათ არაფერი“.

ამდაგვარი პროექტების გასაკეთებლად, საქმეში მარტო ბიზნეს-ტექნოლოგიების ცოდნის ჩადება საკმარისი არ არის.

აქ არის კიდევ ერთი რამის ჩადება საჭირო:

„ეს არის საკუთარი სული და გული, ასევე ეს პროექტი უნდა აღიქვა როგორც საკუთარი შვილი, რომელსაც შენი მიხედვა, ზრუნვა ჭირდება“,

მხოლოდ ამ შემთხვევაში ამართლებენ ამდაგვარი საქმეები.

პატივისცემით დავით დავითლიძე

კითხვები შეგიძლიათ დასვათ, საიტზე https://www.linkedin.com/in/bpgeo/  ასევე ფ/ბ გვერდზე https://www.facebook.com/bpgeo/  კომენტარებში ან პირადში, სიამოვნებით გიპასუხებთ თუ, რა თქმა უნდა, პასუხი არ შეიცავს კონფედენციალურ ინფორმაციას.

გისურვებთ წარმატებებს.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

Business Plus / Georgia

გვერდის დასასრული Конец страницы End of page