Republic of Georgia. Tbilisi  - Registration number: B17138113

ქარ   RUS   ENG

LLC. Business Plus / Georgia

Official website of company

გმადლობთ სტუმრობისთვის      Спасибо за посещение      Thank you for visiting  tel: +995599890129;  E-mail: business_plius@inbox.ru   Эл. почта для проектов;  e-mail, for projects:  project_bpg@mail.ru

საიტის მენიუ  Меню сайта  Site menu

საკადრო პლიტიკა, საკადრო უზრუნველყოფა
სასარგებლო ბმულები
ფოტო გალერეა
ფოტო პრეზენტაცია
ვიდეო გალერეა
ვიდეო პრეზენტაციები
სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის
შესვლა ვირტუალურ ოფისში
რეკლამა საიტზე
სტატიები
თვითდასაქმება, შექმენი შენი ბიზნესი შენ თვითონ

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

კომპანიის საკადრო პლიტიკა, საკადრო უზრუნველყოფა

 
Business Plus / Georgia დასაწყისი Начало Start
 
The site is in the process of manufacturing. Accordingly all information is not provided.
საიტი დამზადების პროცესშია. შესაბამისად ყველა ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
Сайт находится в процессе изготовления. Соответственно вся информация не предоставлена.

 
Georgia

ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყების მსურველების საყურადღებოდ.

თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოგზავნის დროს გთხოვთ ისარგებლოთ სპეციალური ფორმით. "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ",

გთხოვთ გაითვალისწინ, სივის თქვენი ვერსია არ განიხილება როგორი მაღალი დონის არც უნდა იყოს ის, შესაბამისად ავტომატურად შავ სიაში მოხვდებით.

"წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ", აუცილებლად შევსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

სპეციალური ფორმის ჩამოსატვირთად გთხოვთ დააწკაპოთ აქ

გისურვებთ წარმატებებს.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

Business Plus / Georgia

დასაწყისი.   Начало .   Start.

კომპანიის საკადრო პოლიტიკა

დასაწყისისთვის გაცნობებთ, რომ ჩვენი საკადრო პოლიტიკა ძირეულად განსხვავებულია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ საკადრო პოლიტიკისგან, ანუ ის არ არის დაფუძნებული პირდაპირი მნიშვნელობით დაქირავებულ თანამშრომლებზე.

ეს არის, ბიზნეს-საქმიანობის წარმოების ახალი ხედვა, რომელიც დაფუძნებული არის, მოწვეულ და დისტანციურ თანამშრომლებზე, ასევე 5-6 წამყვან მენეჯერზე (საოფისე თანამშრომელზე).

კომპანია მუშაობს "ჰიბრიდული ტექნოლოგიით", რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნა.

ასევე, შექმნის პროცესშია ელექტრონული პროგრამა. რომელიც ამ მიზნის განხორციელებას მოემსახურება და რომელიც განთავსდება კომპანიის საიტზე.

ცნობისათვის, მინდა ავღნიშნო, რომ დისტანციური თანამშრომელი, აქ არ შეიძლება იყოს გაგებული, ისე როგორც ეს არის ცნობილი ფართო საზოგადოებაში.

რასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ აქ არის საკმაოდ დიდი სხვაობა.

ამ წესით, დისტანციური თანამშრომლის წარმატებული მუშაობა უზრუნველყოფილია, ზემოთ ნახსენები, - ჰიბრიდული ტექნოლოგიით და ელექტრონული პროგრამით.

ამით შრომითი რეჟიმი, დისტანციური თანამშრომლის, არის, 95%, - სტაციონალური, საოფისე თანამშრომლის შრომით რეჟიმთან შედარებით.

რაც შეეხება მოწვეულ თანამშრომელს და მის სტატუსს, ისიც ასევე დისტანციური თანამშრომლის რეჟიმში მუშაობს, იმ განსხვავებით, რომ დისტანციურ თანამშრომელთან შედარებით, მისი სამუშაო რეჟიმი, ასევე ანაზღაურება, განისაზღვრება, გასაკეთებელი საქმიდან გამომდინარე, რომელიც მის მიერ იქნება გასაკეთებელი, - დროის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში.

ქალბატონებო და ბატონებო, შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ამდაგვარი მიდგომა, საქმისადმი, არ გაამართლებს შედეგს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სისტემა, არის ინოვაციური და უკვე არის დანერგილი, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

სხვაობა კი ჩვენს სისტემასა და ევროპულ სისტემებს შორის არის ის, რომ ევროპული სისტემა დაფუძნებულია ბიზნეს საქმიანობის წარმოების უახლეს ტექნოლოგიებზე რომელიც ზოგიერთ შემთხვევებში ზედმეტად ზღუდავს თანამშრომლის უფლებებს და ერგება მხოლოდ, კომპანიის, გაფართოება განვითარებას.

ამ შემთხვევაში სისტემა დაფუძნებულია, საქმის წარმოების ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე. რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლის თვითგანვითარების სურვილს, ასევე მის პირად პრობლემებს. შედეგად მიიღება, მაქსიმალურად, იდეალური სამუშაო ატმოსფერო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

რაც შეეხება, კომპანიას? როგორც ხედავთ, ტექნოლოგია მაქსიმალურად არის მორგებული თანამშრომლების ნაყოფიერ მუშაობაზე, ისმის კითხვა - როგორ ვითარდება კომპანია? მინდა გითხრათ რომ კომპანია არაფერს არ კარგავს, პირიქით, - მისი განვითარდება ხდება, გიგანტური ნაბიჯებით .

პირველ რიგში, მიმდინარე საქმიანობაზე კომპანიის გაწეული ხარჯი, თითქმის ნახევრდება.

საჭირო საოფისე ფართი მოთხოვნილებასთან შედარებით მცირდება სამჯერ, თითქმის 50% ით მცირდება სხვა მიმდინარე ხარჯები.

სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ყოველ ოპერაციაზე დასახარჯი დრო მნიშვნელოვნად მცირდება, ასევე მცირდება, თანამშრომლებზე გაცემული ფინანსური დანახარჯები.

ყუველივე ეს, საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე გამოთავისუფლდეს საკმარისი ფინანსური სახსრები, წარმატებული თანამშრომლებისთვის პრემიალური წახალისების მიზნით.

და ბოლოს, - საქმისადმი ამდაგვარი მიდგომა, რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, დასაქმებული იყოს, 4 - ჯერ მეტი სამსახურის მაძიებელი, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ტიპიური წესით წარმოებული ბიზნეს-საქმიანობის დროს.

ყოველივე ამით, იქმნება შესაძლებლობა, მოცემულ დროში, 4 ჯერ უფრო სწრაფად განვითარდეს კომპანია.

მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, მოულოდნელ შეფერხებებს, ეს სისტემა საშუალებას იძლევა რეალურად განვითარდეს კომპანია 3 ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისა

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

Business Plus / Georgia

დასაწყისი.   Начало .   Start.

საკადრო უზრუნველყოფა.

გაცნობებთ, რომ კომპანია Business Plus / Georgia -ს  გასაკეთებელი საქმისადმი, აქვს განსხვავებული  მიდგომა და წარმოადგენს ერთ დიდ პროექტს, თავისი ქვე პროექტებით, გამომდინარე აქედან გთხოვთ, თქვენს შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას გამოიყენოთ ფორმა "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ" ელ.ფოსტა:  project_bpg@mail.ru

გეპატიჟებით  საინტერესო ადგილის დასაკავებლად ჩვენთან.

არის შესაძლებლობა ხელმძღვანელი კადრების (პროექტის მენეჯერიდან დაწყებული, დამთავრებული კომპანიის დამფუძნებლით, თუკი ხსენებული პირი რაიმე მიზეზის გამო არაკომფორტულად გძნობს თავს როგორც დამფუძნებელი) გადამზადებისთვის ევროპის კონტინენტზე ერთერთ წამყვან სახელმწიფოში, 6 თვიდან 1 წლის ვადით.
ამისათვის შეიძლება დამჭირდეს ერთი პიროვნება, რომელიც დამეხმარება საქმის ბოლომდე მიყვანაში. 
გთხოვთ გამომეხმაუროთ პიროვნებები, რომლებიც ხასიათდებიან: 
- უბრალოებით, შრომისმოყვარეობით, პროექტის ადმინისტრაციული მოწყობის უნარებით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარებით და რა თქმა უნდა, - და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. 
საკითხი საკმაოდ სერიოზულია და ითხოვს ყურადღების ძალიან ფაქიზ მიპყრობას. 
ამასთან გაითვალისწინეთ, ეს საქმე შეიძლება სერიოზული ტრამპლინი გახდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს მუდმივ წარმატებულობას. 
დანარჩენი ინფორმაცია პირადად. ინფორმაცია თქვენს შესახებ მომაწოდეთ ელ.ფოსტაზე.
project_bpg@mail.ru   გმადლობთ.

თქვენს შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში გამოგზავნეთ, "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ" ელ.ფოსტა:  project_bpg@mail.ru

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

Business Plus / Georgia

შემდეგი   следующий   Next

მრავალპროფილიანი ბუღალტერი

გვესაჭიროება მრავალ პროფილიანი გამოცდილი ბუღალტერი რომელსაც ექნება უნარი მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართოს საბუღალტრო საქმიანობა, ასევე საჭიროა ფლობდეს ადამიანურ რესურსებთან მუშაობის უნარებს.

დახასიათება:

ბუღალტერი თავიდან მუშაობს მარტო, ემსახურება როგორც კლიენტებს ასევე კომპანიას, მარტო მუშაობს მანამდე, სანამ ფიზიკურად შეძლებს საქმის დროულად და ხარისხიანად გაკეთებას.

შესაძლებლობის ზღვარზე მისვლის მომენტიტან, იმატებს დამხმარე ბუღალტერს, რის შემდეგაც, ენიჭება მთავარი ბუღალტრის სტატუსი, რის შემდეგაც გასაკეთებელი საქმის პარალელურად იმატებს სხვა დამხმარე ბუღალტრებს, მანამდე, სანამ შეძლებს საქმის მაღალ დონეზე გაძღოლას.

მსურველებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ ის სივი რომელიც აქ არის მითითებული.

სივის ფორმის ჩამოსატვირთად გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით:      სივის ჩამოტვირთვა

სივი გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე:    project_bpg@mail.ru

შემდეგი   следующий   Next

წამყვანი მენეჯერი

გვესაჭიროება წამყვანი მენეჯერების გარკვეული რაოდენობა

დახასიათება:

წამყვანმა მენეჯერმა სპეციალური პროგრამის მეშვეობით უნდა მართოს 10 კაციანი ჯგუფი.

ასევე გონივრულად იმუშაოს დაახლოებით 50 კაციან მოწვეულ სპეციალისტების ჯგუფთან,

უნდა გაუძღვეს ბიზნეს პროცესებს გეოგრაფიულ სეგმენტზე, რომელიც წინასწარ იქნნება მისთვის შერჩეული, დამატებითი ურთიერთ მოლაპარაკების შემდეგ.

 უნდა მართოს, გონივრულად გამოიყენოს, კომპანიის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში,

ასევე შეარჩიოს კომპანიის წარმომადგენლები თავის სამოქმედო გეგოგრაფიულ სეგმენტზე, თუ ამის საჭიროება შეიქმნება.

და ასე შემდეგ.

მსურველებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ ის სივი რომელიც აქ არის მითითებული.

თქვენს შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში გამოგზავნეთ, "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ" ან ამ ბმულის მეშვეობით ელ.ფოსტა:  project_bpg@mail.ru

 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

Business Plus / Georgia

შემდეგი   следующий   Next

ვერსია 2   მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი.

ეს საფუძვლიანი სრულფასოვანი თანამშრომლობაა, ბელორუსიის მხარესთან და შეიცავს სრულფასოვან წარმომადგენლობას ჩვენი განთავსების რეგიონში, რომელიც მოიცავს:
ვენს სრულფასოვან მოქმედებას ბელორუსიაში და მის საზღვრისპირა ქვეყნებში, სავარაუდოდ 300- 400 კმ-ის დაშორებით ბელორუსიის სახელმწიფო საზღვრიდან.  ასევე ბელორუსიის მხარის მოქმედებას  სამხ. კავკასიის რეგიონში.
ამ საქმისთვის, სავარაუდოდ ორი თვის მანძილზე დამჭირდება ერთი დამხმარე პირი, რომლის სამუშაო რეჟიმი იქნება დამოკიდებული გასაკეთებელ საქმეზე, ანუ თვეში მაქსიმუმ 10 დღე ალბათ. 
საქმის სასურველ დონეზე მიყვანის შემთხვევაში, პიროვნება, რომელიც ამ საქმეს მოკიდებს ხელს და ბოლომდე მიიყვანს, ხდება (იქნება) მომავალში ამ პროექტის წამყვანი მენეჯერი. 

მოთხოვნა: 

1.რუსული ენის ცოდნა აუცილებელია. 
2. სასურველია ინგლისურის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც, 
3. გუნდის მართვა. 
4. კრიზისული სიტუაციების მართვა, 
5. კრეატიულობა
6. ანალიტიკა და ა.შ.
და ბოლოს, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა.
გაითვალისწინეთ, მე კარგად მესმის, რომ იდეალური ადამიანი, გენიოსი, არ არსებობს, გამომდინარე აქედან ჩემი თანადგომა და დახმარება გარანტირებულია თუ საჭირო გახდება. 
ელ.ფოსტა
project_bpg@mail.ru
მსურველებმა, მაილის სათაურად მიუთითედ
"ბელორუსია".
P.S. დამატებით გაცნობებთ, ჩვენს შორის მეგობრული ატმოსფერო არის ჩამოყალიბებული, რომელსაც დაჭირდა 6 თვე.

თქვენს შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში გამოგზავნეთ, "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ" ელ.ფოსტა:  project_bpg@mail.ru

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

Business Plus / Georgia

შემდეგი   следующий   Next

რეგიონალური დისტანციური თანამშრომელი

დისტანციური თანამშრომლები, (ფიზიკური პირები), - საქართველოს რეგიონებში

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ინფორმაციას. თუ თქვენ, მითითებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ. თუ ისურვებთ ჩემთან დაკავშირებას, გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ინფორმაციით.  ელ.ფოსტა: business_plius@inbox.ru  skype: business plus / georgia  tel. +995599890129; 

სალაპარაკო ენა, ქართული, რუსული, ინგლისური (თარჯიმნის დახმარებით).

კორესპონდეციების ენა,  ქართული, რუსული ინგლისური.

1.კომპანია.

შპს Business plus  / Georgia

2. პოზიცია, თანამდებობა.

კონკრეტული გეოგრაფიული სეგმენტის ოფიციალური წარმომადგენელი, იგივე გეოგრაფიული სეგმენტის წამყვანი მენეჯერი, იგივე გეოგრაფიული სეგმენტის ტოპ მენეჯერი.

3. გეოგრაფიული სეგმენტი, ქვეყანა, ადმინისტრაციული ერთეული.

საქართველო, სახრეთ კავკასიის რეგიონი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრთან მდებარე რეგიონები.

4. უნარები.

საოფისე პროგრამების ღრმა ცოდნა. კომუნიკაბელურობა. ანალიტიკური აზროვნება. რესპოდენტის დარწმუნება. მოლაპარაკების წარმოება. ბიზნეს-ფსიქოლოგიის ელემენტარული ცოდნა. საპრეზენტაციო წერილის შედგენა. გუნდის მართვა. კრიზისული სიტუაციების მართვა. პროექტის მართვა. ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, განხორციელება. კომპანიის ბრენდინგი. კომპანიის ნაწარმის ბრენდინგი. რეკრუტინგი. და ასე შემდეგ. დანარჩენი მოლაპარეკების პროცესში.

5. პოზიციის, (თანამდებობის) დახასიათება.

კომპანია business plus / georgia ს სახელით მოქმედება გაპიროვნებულ გეოგრაფიულ სეგმენტზე. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების პერიოდში კავშირის დამყარება კომპანიებთან, რომელთა სამუშაო პროფილიც კომპანია business plus / georgia ს მოუტანს პოზიტიური შედეგებს. ხსენებულ  კომპანიებთან  საპრეზენტაციო წერილების გაგზავნა. მათთან მოლაპარაკებების წარმოება და მემორანდუმის გაფორმება კომპანიის სახელით მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალურ ოფისთან  სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების წარმოება კომპანიებთან ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. კონკრეტულ კომპანიასთან ურთიერთობის დალაგება. გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი.

6. სტატუსი.

კომპანია business plus / georgia - ს დირექტორის ოფიციალური წარმომადგენელი კონკრეტულ გეოგრაფიულ სეგმენტზე (რეგიონში).

7. ურთიერთომა კომპანიის მთავარ ოფისთან.

აქტიური ურთიერთობა აქვს კომპანიის დირექტორთან. აქტიური ურთიერთობა აქვს კომპანიის წამყვან მენეჯერთან.

8. შრომის ანაზღაურება.

გადახდის ფორმა, რაოდენობა, დგინდება მოლაპარაკების გზით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან და გეოგრაფიული სეგმენტის ზომიდან გამომდინარე.

პატივისცემით კომპანია Business plus  / Georgia -ს დამფუძნებელი დირექტორი დავით დავითლიძე

P.S. იურიდიული პირის შემთხვევაში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას რომლის ძალითაც მოცემული იურიდიული პირი ხდება ამ ბიზნეს გაერთიანების წევრი, შესაბამისი უფლებებით, ასევე ვალდებულებებით და ყოველი განხორციელებული პროექტიდან, რაშიც მონაწილეობა ექნება მიღებულ იღებს დივიდენდებს. დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ და მოგვაწოდოთ:  "წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ"

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

Business Plus / Georgia

გვერდის დასასრული Конец страницы End of page