Republic of Georgia. Tbilisi  - Registration number: B17138113

ქარ   RUS   ENG

LLC. Business Plus / Georgia

Official website of company

გმადლობთ სტუმრობისთვის      Спасибо за посещение      Thank you for visiting  tel: +995599890129;  E-mail: business_plius@inbox.ru   Эл. почта для проектов;  e-mail, for projects:  project_bpg@mail.ru

გვერდის მენიუ

1 დროის მენეჯმენტი - საპრეზენტაციო ვერსია.
2 როგორ დავაგროვოთ სამუშაო გამოცდილება, სტატ. სამსახურის მაძიებელთათვის.
3 ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში - გიორგი კუჭუხიდე

4 კომუნიკაცია,  კომუმიკაციის უნარები შემოკლებული ვერსია,

5 უარის შიში, რომელიც თან გდევთ ავტ. ვიქტორია საკუროვა
 
1 Изучай английский базовый курс за 16 часов, видео уроки для русскоязычного населения
 
 
 

 

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის  Статьи, видео для саморазвития.  Articles, videos for self-development.

 
Business Plus / Georgia დასაწყისი Начало Start
 
The site is in the process of manufacturing. Accordingly all information is not provided.
საიტი დამზადების პროცესშია. შესაბამისად ყველა ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
Сайт находится в процессе изготовления. Соответственно вся информация не предоставлена.

 
Georgia

სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის

1. დროის მენეჯმენტი - საპრეზენტაციო ვერსია.

რა არის დროის მეჯმენტი და რისთვის არის საჭირო ამ          ღონისძიებების გატარება.
დროის მენეჯმენტი არის იმ გასაკეთებელი საქმეების ერთობლიობა რომლებიც უნდა გაკეთდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. რატომ შეიძლება განვიცდიდეთ მუდმივად დროის დეფიციტს?

 

1. არის მენეჯმენტის კრიზისი, დაგეგმვის ნაკლებობა, არასრული ინფორმაცია.

2. ფიქსირდება პირადი არაორგანიზებულობა, სამუშაოს უმიზეზოდ გადადება.

3. ფიქსირდება უარის თქმის უუნარობა, ბუნდოვანი პასუხისმგებლობები, არაეფექტური დელეგირება.

4. არაადეკვატური პერსონალი, რესურსები და ქაღალდის სამუშაო.

5. მნიშვნელოვანია აგრეთვე ცუდი კომუნიკაცია, ცუდად დაგეგმილი შეხვედრები.

6. ასევე დაუსრულებლად დატოვებული სამუშაოები.

7. ყოველივე ამას კი ხელს უწყობს არაადეკვატური კონტროლის მექანიზმები, თვითკონტროლის ნაკლებობა, სოციალიზაცია, გაუთავებელი, მომცდენი სატელეფონო ზარები.

გამომდინარე აქედან: დროის მენეჯმენტისათვის საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები.

A. სამუშაი გარემო შექმნა.

B. ყოველდღიური მიმდინარე საქმეები.

C. დღის და კვირის სამუშაო გეგმა.

D. პრიორიტეტული საქმეები.

E. საქმეების რომლებიც მოითხოვენ წინასწარი სამუშაოების შესრულებას.

F. ნაკლებად აქტუალური საქმეები რომელთა გადადება შეიძლება სხვა დროისთვის.

G. ფორს-მაჟორული გარემოებების დროს განსახორციელებელი სამუშაოები.

H. ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი იგნონირების გზები.

I. საქმის შეფასების პროცესი და დროის ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრა.

J. შემსრულებელ თანამშრომელთა შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრა. დეტალურად:

სამუშაი გარემო შექმნა. - სამუშაო გარემოს შესაქმნელად ხელმძღვანელი უზრუნველყოფს თანამშრონელთა მხრიდან სამუშაო დროის სრულად გამოყენებას. ამისათვის:

1. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კადრების შერჩევას.

2. აძლევს სატესტო დავალებებს და შედეგიდან გამომდინარე უზრუნველყოფს მისი ცოდნის გაღრმავებას.

3. სასურველი შედეგის დადგომის მომენტიდან ასაქმებას კვალიფიკაციის შესაბამისად.

4. გასცემს ბრძანებას რომელიც შეესატყვისება საქმის შესრულებას დათქმულ დროში.

ყოველდღიური მიმდინარე საქმეები. - ყოველდღიური მიმდინარე საქმეებად ითვალება საქმეები რომლებიც უზრუნველყოფენ:

) თანამშრომელთა ორგანიზებას კონკრეტულ სამუშაო დღეს.

) თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას.

) მიმდინარე სამუშაოების შესრულებისას, გაიცემა კონკრეტული, კორექტული ბრძანებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დროის ეკონომიურად ხარჯვას.

დღის და კვირის სამუშაო გეგმა.

1. ხელმძღვანელი იწვევს თანამშრომლებს რომლებსაც აქვთ შეხება დროის ეკონომიურად ხარჯვის საკითხებთან.

2. გასაკეთებელ საქმეებს ყოფს ჯგუფებად ისე როგორც არის მოცემული პირველ ფურცელზე.

3. გამოყოფს კონკრეტულ თანამშრომლებს კვალიფიკაციის, უფლებრივი, თანამდებობრივი ვალდებულებებრივი ნიშნებით. აძლევს ადეკვატურ განკარგულებას გარკვეულ დროში გარკვეული საქმის შესრულების მიზნით. რომელთა შესრულების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს რამდენიმე საათიდან - 7 კალენდარული დღის ჩათვლით.

პრიორიტეტული საქმეები:

1. დღის და კვირის სამუშაო გეგმებიდან გამოიყოფა პრიორიტეტული საქმეები რომელთა შესრულების ვადა განსაკუთრებით კონტროლდება.

2. თუ საკმარისი არ იქნება დრო, იყენებს შესვენების დროებს.

3. თუ ეს ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილ დროში პრიორიტეტული საქმეების გაკეთებას, პრიორიტეტული საქმე განიხილება როგორც ფორსმაჟორული გარემოება.

საქმეები რომლებიც მოითხოვენ წინასწარი სამუშაოების შესრულებას.

1.საქმეები რომლებზეც დროის ხარჯვა ხდება ეტაპობრივად გარკვეული შედეგის მიღწევამდე.

2.ეს არის წინაპირობა იმისა, რომ დასკვნით ფაზაში საქმეს მიეცეს სტატუსი - პრიორიტეტული.

3. წინასწარი სამუშაოებისთვის დროის გამოყოფა ხდება და კონტროლდება ყოველდღე.

ნაკლებად აქტუალური საქმეები რომელთა გადადება შეიძლება სხვა დროისთვის.

1. ნაკლებად აქტუალურ საქმეების ჯგუფში შედის:

საქმეები რომლებზეც უნდა დაიხარჯოს მინიმალური დრო. ან კეთდება სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სხვა საქმეების პარალელურად.

ფორს-მაჟორული გარემოებების დროს განსაზღვროს განსახორციელებელი სამუშაოები.

1. ფორსმაჟორული საქმეების განხორციელებისას ხდება დანარჩენი საქმეების გაკეთებაზე გამოყოფილი დროის მობილიზაცია და სხვა საქმეების შემსრულებლების დროებითი ჩამოცილება მიმდინრე საქმეებისგან.

ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი იგნონირების გზები.

1. ხელის შემშლელი ფაქტორების განსაზღვრას და იგნონირებას, შესაძლოა დაჭირდეს წინასწარი სამუშაოების შესრულება. ან ხელის შემშლელი ფაქტორების იგნორირება ხდება საქმის კეთების პროცესში.

საქმის შეფასების პროცესი და დროის ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრა.

1. საქმეების შესრულების დროის ზუსტად განსაზღვრისთვის გასათვალისწინებელია: საქმის მოცულობა, შემსრულებელთა აუცილებელი რაოდენობა, გადაადგილებაზე დასახარჯი დრო, დისტანციური კომუნიკაციის გამოყენების ეფექტურობა, შემსრულებლების პროფესიონალიზმი.

შემსრულებელ თანამშრომელთა შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრა.

1. კონკრეტული საქმეების მოცემულ დროში შესრულების მიზნით აუცილებელია შემსრულებლების დაყოფა შემდეგ ჯგუფებად. - აქტიური, ძლიერ მოტივირებული, - აქტიური, ნაკლებად მოტივირებული, - ნორმალური, სტაბილურად მოტივირებული, - პასიური, ნაკლებად მოტივირებული. 2. საქმეების დაგეგმვისას, ხდება შემსრულებლების ჯგუფების შექმნა. რაც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენებას და საქმის განხორციელებას დაგეგმილ დროში.

დავით დავითლიძე 23 იანვარი 2017 წელი, - მადლობა წაკითხვისთვის გისურვებთ წარმატებებს

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

2 როგორ დავაგროვოთ სამუშაო გამოცდილება, სტატია სამსახურის მაძიებელთათვის.

სტატია გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: http://kaizenist.com

 

ბევრ ჩვენგანს გამოუვლია პირველი სამსახურის შოვნის რთული ეტაპი. რამდენად დაბალანაზღაურებადიც არ უნდა ყოფილიყო სამსახური, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ყველგან შედიოდა აუცილებელ მოთხოვნებში.

ასეა დღესაც – ბევრი სტუდენტი და “ახალბედა პროფესიონალი” ცდილობს სამსახურის პოვნას მაგრამ გამოცდილების არ ქონა ხშირად გადაულახავ დაბრკოლებად ქცეულა. ალბათ გიკვირთ როგორ უნდა მოახერხოთ გამოცდილების დაგროვება როცა გამოუცდელი თანამშრომლის აყვანას ყველა ერიდება? ხომ უნდა დაიწყოთ საიდანღაც? მინდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ არის შეუძლებელი, მაგრამ არც იმდენად მარტივი და კომფორტულია, როგორც ისურვებდით:

პირველ რიგში შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება და ლექციების ცუდ განრიგს ნუ დააბრალებთ ყველაფერს. გაწევრიანდით უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბებში ან თვითმმართველობაში და აქტიურად ჩაერთეთ  სტუდენტურ ცხოვრებაში. იქნება ეს საქველმოქმედო აქციები, გასართობი ღონისძიებები,  თუ სხვა ტიპის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა, თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს და ბევრ საჭირო უნარს შეგძენთ მომავლისთვის. ასევე აგიმაღლებთ ავტორიტეტს თანატოლების და ლექტორების თვალში. კარგი რეპუტაცია არასდროს არის ზედმეტი.

შეარჩიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც იმ პრობლემების მოგვარებას ემსახურება რაც ახლოს დგას თქვენს ინტერესებთან და/ან კარიერასთან. მოხალისეობა დიდ დროს არ წაგართმევთ, არც ხანგრძლივ ვალდებულებას შეგიქმნით. სამაგიეროდ ბევრ ახალ მეგობარს და ნაცნობს შეიძენთ, მიიღებთ დიდ სიამოვნებას სასარგებლო საქმის კეთებისგან, ბევრ რამეს ისწავლით,  და ყველაფერთან ერთად უფრო თავდაჯერებულიც გახდებით. როცა გასაუბრებაზე მიხვალთ და დამქირავებელს თქვენი გამოცდილების შესახებ მოუყვებით, მერწმუნეთ, ბევრად კარგი წარმოდგენა შეექმნება თქვენზე ვიდრე მხოლოდ სწავლაზე საუბრის შემდეგ შეექმნებოდა. სხვათაშორის ბევრმა დაიწყო მოხალისეობით ასეთ ორგანიზაციებში და ხშირ შემთხვევაში იქვე გაუგრძელებიათ მუშაობა, ამჯერად უკვე კარგი ანაზღაურებით.

ბევრი კომპანია აცხადებს უფასო სტაჟირებას და ბევრი სტუდენტი ფიქრობს რომ ეს შესაძლებლობა არ არის იმდენად ღირებული რომ სწავლას მოაკლოს ის დრო. მონდომებულ ადამიანს ყველაფრის მოსწრება შეუძლია ისე რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ნუ ფიქრობთ ფულზე დღეს! მერე რა რომ საკუთარი ხარჯით მოგიწევთ მათთვის საქმის კეთება? სწორად შეაფასეთ რის მოცემა შეუძლია  თქვენთვის კომპანიას სამომავლოდ. თუ არ დაამტკიცეთ რომ საქმის კეთება შეგიძლიათ, და უარი თქვით ანაზღაურების გარეშე გამოცდილების მიღებაზე, რატომ მოელით დამქირავებლებისგან ენდოს თქვენს ილუზიას რომ კარგად შეგიძლიათ მუშაობა? რეალურად ასეთი სტაჟირებით საკუთარ თავს უფრო მეტს გაუკეთებთ ვიდრე კომპანიას (თუ რა თქმა უნდა სწორად შეარჩევთ კომპანიასაც და ენთუზიაზმით მიუდგებით საქმეს).

სიტყვა “მენეჯერი” ახლავე ამოიგდეთ თავიდან, თუ მართლა გინდათ რომ ოდესმე იხილოთ ეგ წარწერა თქვენს  სავიზიტო ბარათზე.  როცა პირველ სამსახურს ეძებ, დათანხმდი ისეთ შემოთავაზებებსაც რაც ერთი შეხედვით არ უკავშირდება თქვენს კარიერულ გეგმებს. ნებისმიერი ტიპის სამუშაო, როგორც არ უნდა ჟღერდეს და რამდენად შეუფერებლადაც არ უნდა თვლიდეთ თქვენთვის, გაძლევთ ისეთ საჭირო უნარებს რომელთაც ბევრ სხვადასხვა სექტორში გამოიყენებთ. ნუ მიანიჭებთ პოზიციის დასახელებას დიდ მნიშვნელობას. ბიზნესის დაწყებამდე ბესთსელერების სერიის “Rich Dad Poor Dad” ავტორმა და ბიზნესმენმა რობერტ კიოსაკიმ, პილოტის კარიერა მიატოვა და ქსეროქსის აპარატების გაყიდვა დაიწყო კარდაკარ. ეს იქამდე გააგრძელა სანამ გაყიდვების უნარი არ გამოიმუშავა და დახვეწა, რადგან მიხვდა რომ მის მომავალ კარიერაში (რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ქსეროქსს და ტექნიკას) ეს უნარი გადამწყვეტ როლს შეასრულებდა.

იყავით ინიციატივიანები და გააკეთეთ რამე თქვენი – დაწერეთ პროექტი, ბიზნეს გეგმა ან შეასრულეთ რამე ტიპის სამუშაო რაც გინდათ რომ აკეთოთ მომავალში. ამით არ გაიმედებთ, რომ თქვენი პროექტი ან გეგმა ადვილად განხორციელდება, მაგრამ ამ პროცესში თქვენ დაიხვეწებით და გაიზრდებით. რაც არ იცით მოძებნით ინტერნეტში, წაიკითხავთ წიგნებში, შეეკითხებით თქვენზე გამოცდილ ადამიანებს და ამგვარად კიდევ რამდენიმე უნარს განივითარებთ. უბრალოთ იზრუნეთ იმაზე, რომ რასაც გააკეთებთ მაქსიმალურად კარგი იყოს. როცა გასაუბრებაზე მიხვალთ, სამუშაო გამოცდილების არ ქონის ფონზე თქვენი ინიციატივით შესრულებული სამუშაო აუცილებლად გაუსვამს ხაზს თქვენს მონდომებულობას, თვითგანვითარებაზე ზრუნვას და თქვენს პერსპექტიულობას დაანახებს დამქირავებელს.

და ბოლოს, ნუ დააბრალებთ ყველაფერს ნეპოტიზმს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს და სხვადასხვა გარემოებებს. ამ ყველაფრის გაკონტროლება არ შეგიძლიათ, მაგრამ ის ნამდვილად შეგიძლიათ რომ არსებულ სიტუაციაში გააკეთოთ მაქსიმუმი საკუთარი თავის დასამკვიდრებლად

სტატია გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: http://kaizenist.com

გისურვებთ წარმატებებს.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

3      ლიდერობა და მართვა პრაქტიკაში - გიორგი კუჭუხიდე

 mogesalmebiT, mkiTxvelo! moxaruli var, rom dainteresdiT am wigniT, romelic, imedia, rogorc xelmZRvanels maqsimalurad praqtikul rCevebs mogcemT warmatebis miRwevis gzaze. liderobisa da marTvis mimarTulebiT vecdebi, Cemi mravalwliani praqtikuli mmarTvelobiTi gamocdileba gagiziaroT am wignis meSveobiT, rac ufro efeqtiansa da warmatebuls gaxdis Tqvens saqmianobas. raxan Tqven am wigns kiTxulobT, ese igi, survili da jansaRi ambicia gaqvT, rom efeqturi lideri da mmarT-veli gaxdeT, romelic warmatebis magaliTi da inspiracia iqneba garSemo myofTaTvis. Cven, yvelani liderebad da warmatebisTvis varT dabadebuli.
lideroba da marTva iseTive bunebrivia TiToeuli CvenganisTvis, rogoric nebismieri ram, rasac yoveldRiurobaSi vakeTebT. xSirad vxvdebi winaaRmdegobas, rodesac Cems seminarebze amas vambob. ZiriTadi winaaRmdegoba imas ukavSirdeba, liderad an ibadebi, an arao! magram minda giTxraT, rom TiToeul CvenganSi damalulia es potenciali da misi gaxsna da gamoyeneba SeiZleba. erTaderTi gansxvaveba mmarTvelobiT masStabebSia. pirobiTad, zogisTvis ramdenime kompaniis marTva mis po-tencials, energiasa da kompetencias Seesabameba, zogisTvis ki erTi patara kompaniac sakmarisia misi SesaZleblobebis bolomde gamosavlenad.

srulad sanaxavad  გაგრძელება იხილეთ

gisurvebT warmatebebs.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

4 კომუნიკაცია და კომუმიკაციის უნარები, შემოკლებული ვერსია, შესაძლებელია ვრცელი ვერსიის დამზადება

 რა არის კომუნიკაცია, კომუნიკაციის უნარი.

კომუნიკაცია არის ადამიანებს, ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარების და გამყარების ერთერთი ძირითადი წინაპირობა, შემდგომში ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს, ადამიანებს, ორგანიზაციებს შორის ჯგუფური, მოწესრიგებული მუშაობის პრინციპების უზრუნველყოფას, რაც გასაკეთებელ საქმეს ხდის სტაბილურს, სტაბილურად მზარდს.

რატომ არის კომუნიკაციის უნარები აუცილებელი??? ხსენებული უნარები საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებს შორის, ასევე კომპანიებს შორის, გამოირიცხოს შემდეგი პრეცენდენტები,

შეტყობინების გადაცემის გადადება და მოიცავს საკითხებს: 1. ნაკლებად აქტუალურია საღი აზრის მოსმენის სურვილები ჯგუფის წევრების მხრიდან. 2. უგულებელყოფილი არ უნდა იყოს პროფესიონალების მხრიდან შემოსული რეკომენდაციები. 3. უგულებელყოფილი არ უნდა იყოს კრიტიკული შენიშვნები. 4. არ ექცევა ყურადღება არა კრიტიკულ დადებით შენიშვნებს. 5. გაუმართლებლად დიდი ყურადღება ექცევა იმ პირების შენიშვნებს, რომლებსაც აქვთ თანამდებობრივი ან უფლებრივი უპერატესობა. 6. უგულებელყოფილია დაბალ თანამდებობაზე და დაბალ უფლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირების შენიშვნები. 7. არ განიხილება წინადადებები, რომლებიც წარმოიშობა უმცირესობების მხრიდან. 8. კრიტიკული აზრის არ არსებობა რეზიუმეს შემდგენელის და შედგენილი რეზიუმეს მიმართ. 9. მასტიმულირებელი კომპლიმენტის არ არსებობა ჯგუფის ან კონკრეტული პირის მხრიდან, ერთი კონკრეტული პირის მისამართით. 10. ჯგუფის წევრების მხრიდან საკითხების განსჯაში მონაწილეობის სურვილის არქონა. 11. უგულებელყოფილია მოსაუბრის რჩევები, არ განიხილება რჩევები შემოსული გარეშე პირიდან. 12. ხდება ნაჩქარევი გაუაზრებელი დასკვნების გაკეთება. 13. არ ისმება შეკითხვები, რომლებიც უკვე დაბადებულია და ხდება მისი სხვა  გაურკვეველი დროისთვის გადადება და ასე შემდეგ. გამომდინარე აქედან, კომუნიკაციის და კომუნიკაციის უნარების აქტიურ რეჟიმში გამოყენების მიზნით,

საჭიროა განხორციელდეს: წარმატებული კომუნიკაციისთვის საჭირო არის განხორციელდეს წინასწარი სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს:

1) იმ პირების სიის დადგენას, რომლებთანაც იგეგმება მოლაპარაკებრბის წარმოება. 2) იმ პირების გამოხშირვას, რომლებთანაც საუბრის დაწყებას არ აქვს აზრი. 3) დარჩენილი პირების კლასიფიკაცია უნდა მოხდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით: ა) მნიშვნელოვანი. ბ) სავარაუდოდ მნიშვნელოვანი. გ) ნაკლებად მნიშვნელოვანი.

4) უნდა მოხდეს პირივნებების გამოყოფა, რომელიც/რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან დაიწყონ ურთიერთობების დალაგების პროცედურები, ამორჩეულ პირებთან. ა) დგება სამოქმესო გეგმა, რისი შემადგენელი ნაწილები, ყოველი კონკრეტული პირისთვის არის მცირედ განსხვავებული, საერთო გეგმასთან შედარებით. ბ) იწყება შერჩეული პირის/პირების პიროვნული შესწავლის პროცესი, დისტანციური წესით, რომელიც გრძელდება 10 – 12 დღე. გ) ამორჩეულ პირს/პირებს, ელექტრონული წესით, ეგზავნება საპრეზენტაციო წერილი, რისი მაქსიმალური დადებითი ეფექტიც შეიძლება იყოს 3 – 5 %.

დ) პირებთან, რომლებმაც უყურადღებოთ დატოვეს თქვენი გზავნილი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ განმეორებით იგზავნება საპრეზენტაციო წერილი, „თხოვნით“ და არა „კატეგორიული მოთხოვნით ან მოთხოვნით“, გამოთქვას აზრი გაგზავნილ საპრეზენტაციო წერილზე. ქმედების დადებითი ეფექტი შეიძლება იყოს 3 – 5 %. ე) ეს ქმედება დასაშვებია მანამდე, სანამ სავარაუდო დადებითი შედეგი არ იქნება 10% ფარგლებში ვ) აღნიშნული რესურსების ამოწურვის შემდეგ, უნდა დაიწყოს სატელეფონო კომუნიკაცია თხივნით, პირმა გამოყოს დრო წინასწარი შეხვედრის, გასაუბრების, გაცნობის მიზნით - ანუ შეხვედრა შეხვედრისთვის. ზ) გაცნობითი შეხვედრის შემდეგ დღის წესრიგში საკითხი, ძირითად თემებზე მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.

ძირითად თემებზე მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა:

ა) გაცნობითი შეხვედრების შედეგების შეჯამება. ბ) მოლაპარაკებების სტრატეგიის და ტაქტიკის დაგეგმვა. გ) ეს ხორციელდება იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად შესწავლილი იყოს მოსაუბრის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

კერძოდ:

01 რამდენად ყურადღებიანია მოსაუბრის მიმართ. 02 თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად ამბიციურია. 03 რამდენად გაწონასწორებულია მოსაუბრე პირის პიროვნული ამბიციები და პროფესიონალიზმი. 04 რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს ოფისის ინტერიერს და ექსტერიერს. 05 რა დონეზე აქვს მოვლილი სამუშაო კაბინეტი. 06 რამდენად მობილიზებულია, ყურადღებიანია მოლაპარაკების დროს. 07 რა დონეზე აქვს განვითარებული მოსმენის უნარი. 08 რამდენად კორექტულია მოლაპარაკებების წარმოების დროს. 09 რა დონეზე ემთხვევა მხარეთა სურვილები. 10 რამდენად დინჯია მოლაპარაკების წარმოების დროს. 11 რამდენად ხშირად პასუხობს სატელეფონო ზარებს სტუმართან საუბრის დროს. 12 რამდენად ხშირად წყვეტს თავის მიმდინარე საკითხებს, საუბრის დროს. 13 ამომწურავ პასუხს აძლევს თუ არა სტუმარს შეკითხვებზე, შეთავაზებებზე. 14 თავს არიდებს თუ არა, რეზიუმეს ჩამოყალიბებას საუბრის შემდეგ და ა. შ.

ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოხდეს იმ პირების კლასიფიკაცია, რომლებსაც უნდა დაევალოს მოლაპარაკებების წარმოება.

შემდეგნაირად:

ა) მოლაპარაკების და დარწმუნების უნარის მქონე. ბ) მოლაპარაკებების და დარწმუნების საშუალო უნარის მქონე. გ) მოლაპარაკების და დარწმუნების სუსტი უნარის მქონე.

ასევე:

1 უნდა მოხდეს პასიური პირების ჩამოცილება მიმდინარე პროცესებიდან. 2 ხდება მომლაპარაკებლების შერჩევა, დაყოფა, განაწილება.

ა) მნიშვნელოვან პირებთან, ბ) სავარაუდოდ მნიშვნელოვან პირებთან, გ) ნაკლებად მნიშვნელოვან პირებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

იწყება კომუნიკაციის პროცესი, თქმულის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში სრული ჯამური დადებითი ეფექტი შეიძლება იყოს 25 – 30 %, რა ითვლება როგორც დადებითი წარმატებული შედეგი.

რის შემდეგაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქმე გაკეთებულია, ანუ შექმნილია მყარი საფუძველი ურთიერთობების გასავითარებლად.

ავტორი თქვენი მონა მორჩილი დავით დავითლიძე 01/03-2017 წ.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

5  "არა, არ შემიძლია, არ გამოვა, არ წამოგყვები, არ დაგასაქმებთ, არ გვჭირდებით ამ ეტაპზე, არ შემოგიშვებთ, არ ვითანამშრობლებთ, არ გადალახეთ პირველი ეტაპი, არ მიიღეთ დაფინანსება" - აბა, შეგეშინდათ?

ანუ უარის შიში, რომელიც თან გდევთ

მართალია, არა -ზე ცუდი არაფერი არ არის, განსაკუთრებით, დასაქმების კუთხით თუ შევხედავთ, მაგრამ გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, რომ ეს ფობია, რომელიც დედამიწის 98% აქვს, შეიძლება ბენეფიტად, დადებით და ჩვენთვის მომგებიან შესაძლებლობად ვაქციოთ?

ახლა განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევები მეტი თვალსაჩინოებისთვის:

1. " ინტერვიუ გავიარე, ძალიან კარგი იყო და ბოლოს არა მივიღე. რატომ? ალბათ აი დიპლომი რომ არ მაქვს, ან იმიტომ რომ არ გავიღიმე საკმარისად ან, ან ან... აღარ გავაგზავნი მაღალ ანაზღაურებად ვაკანსიებზე, მაინც უარს მეტყვიან" - სამწუხაროდ, ეს მესმის ძალიან ხშირად, ალბათ თქვენც.

მაგრამ რატომ უნდა გვეშინოდეს უარის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8+ უარის შემდეგ? იქნებ დამსაქმებელი უხასიათოდ იყო, ან იქნებ ხელფასი, რომელიც თქვენ მოითხოვეთ უბრალოდ მის ბიუჯეტში არ ჯდებოდა, ან იქნებ ეიჩარს კონკრეტული ადამიანი უნდოდა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ჩაატარა ინტერვიუ, რომ მისი მიკერძოება არ გამოჩენილიყო? თანაც რა გიკვირთ, საქართველოა, დამსაქმებელთა და ეიჩართა 80% უპასუხისმგებლოა ან ზედმეტად დაკავებული რაც ხდის მათ უპასუხისმგებლოს, ამიტომ მაქვს კითხვა: რატომ ნებდებით?

2. "ისეთი მაგარი ბიზნეს იდეა მქონდა და აი 3-მა ინვესტორმა უარი მითხრა, არ ესმით როგორი მომავალი აქვს ამ იდეას, მაგრამ საქართველოა, რა აზრი აქვს აღარ წავალ მაინც არ დამიფინანსებენ" - რაააა? სერიოზულად? ყველა წარმატებულმა ბიზნესმა, რომელიც კი ოდესმე გაგიგიათ, უარებით დაიწყო, მეტ ინვესტორთან მივიდა, კონცეფცია შეცვალა, ან მიდგომა შეცვალა, ან უფრო კარგი პრეზენტაცია გააკეთა, ან პროდუქტი გააუმჯობესა.

საერთოდ ასე მალე რატომ ნებდებით? უარი უარია, უბრალოდ სიტყვაა და უარის მიზეზი შეიძლება მილიარდი იყოს ამ შემთხვევაში, მაგალითად:

     A. საერთოდ არ მოეწონა, იმიტომ რომ ვერ დაარწმუნეთ - ამან პირიქით მოტივაცია უნდა მოგცეთ და გიბიძგოთ პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესებისკენ.

     B. ზოგადად მაგ სფეროში არაფრის წარმატების არ სჯერა - აქ თქვენი რა ბრალია, ეს მისი და მხოლოდ მისი ხედვაა, ვერავის დააძალებთ დაინტერესდეს იმით, რაშიც საერთოდ არაა დარწმუნებული.

    C. არ მოეწონა, რადგან არ იყო საკმარისად დასაბუთებული თქვენი პროდუქტის ბენეფიტები - კიდევ ერთი მასწავლებელი, წარმოიდგინეთ, უარი რომ არ ეთქვა, როდის მიხვდებოდით რომ არ შეგიძლიათ დასაბუთება, შეიძლება არც არასდროს ან ძალიან გვიან, ახლა კი გაქვთ შანსი ამაზე იმუშაოთ.

     D. ინვესტორს მოეწონა, მაგრამ თქვენი თავდაჯერებულობა არ იყო საკმარისი და იფიქრა რომ შეიძლება მალე დანებდეთ - კონკურენცია კლავს სუსტ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარ თავში რწმენა, ამიტომ ინვესტორი ფიქრობს "კი, მივცემ ფულს, ძალიან მაგარი იდეაა, მაგრამ რამდენად გაუძლებს ეს ადამიანი კონკურენციას?"

არამხოლოდ ინვესტიციის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მიზეზების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მთავარი იდეა ის არის, რომ თქვენ ძალიან იშვიათად გაიგებთ რატომ მიიღეთ უარი. ზოგჯერ ისეთ პრიმიტიულ და უმნიშვნელო რაღაცაზე გაიგებთ არა-, რომ ვერასდროს გაარკვევთ რატომ მოხდა ასე და დაიწყებთ თვითგვემას, მაშინ, როცა ყველაზე კარგი გამოსავალი ამ და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არის უმარტივესი და ამავდროულად უძლიერესი:

ყველაზე ძლიერი გზა უარის შემთხვევაში, არის ამ კითხვის დასმა. ალბათ იფიქრებთ "ეს რას გვეუბნება ეს გოგო, ამერიკა აღმოაჩინა? ბორბალი?" არა, ეს არის რეალური ხერხი იმისა, რომ ან გამოასწოროთ სიტუაცია, ან უბრალოდ ყველა ეჭვზე იპოვოთ პასუხი. დამიჯერეთ, კაცობრიობის 99% უარის შემთხვევაში ამ კითხვას არ სვამს.

სცადეთ და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერს ცვლის. გაიგეთ "არა" ? იკითხეთ "რატომ?", საკმარისია, ახლა კი დაელოდეთ ადამიანისგან პასუხს. მას შემდეგ, რაც წავიკითხე წიგნი Rejection Proof, ყველაფერი შეიცვალა, სამყაროს საერთოდ სხვანაირად შევხედე და მივხვდი, რომ "არა" არა დასასრულია რამის, არამედ - დასაწყისი.

ნუ შეგეშინდებათ უარის, ყოველთვის იკითხეთ მიზეზი და იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, მე მთელი გულით მწამს, რომ ამას აუცილებლად შეძლებთ! წარმატებები!

 ავტორი: ვიქტორია საკუროვა

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

6  

 
 

7

 
 

8  

 
 

9  

 
 

10  

 
 

11

 
 

12 

 
 

13

 
 

14

 
 

15

 
 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 1 Изучай английский базовый курс за 16 часов, вид. уроки для русскоязычного населения

Урок 1

Урок 2

   
Урок 3 Урок 4
   
Урок 5 Урок 6
   
Урок 7 Урок 8
   
Урок 9 Урок 10
   
Урок 11 Урок 12
   
Урок 13 Урок 14
   
Урок 15 Урок 16
   
 

2 

 
 

3  

 
 

4  

 
 

5  

 
 

6  

 
 

7  

 
 

8  

 
 

9  

 
 

10  

 
 

11  

 
 

12  

 
 

13  

 
 

14  

 
 

15  

 
 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

 

1  

 
 

2  

 
 

3  

 
 

4  

 
 

5  

 
 

6  

 
 

7  

 
 

8  

 
 

9  

 
 

10  

 
 

11  

 
 

12  

 
 

13  

 
 

14  

 
 

15  

 
 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

Business Plus / Georgia

გვერდის დასასრული Конец страницы End of page

საიტის მენიუ  
Меню сайта
კომპანიის შესახებ
სიახლეები, განცხადებები

მიმდინარე მოვლენები

პროექტები
კონტაქტი
საკადრო პლიტიკა, საკადრო უზრუნველყოფა
სასარგებლო ბმულები
ფოტო გალერეა
ფოტო პრეზენტაცია
ვიდეო გალერეა
ვიდეო პრეზენტაციები
სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის
შესვლა ვირტუალურ ოფისში
რეკლამა საიტზე
სტატიები
მუსიკა, დროებითი დასვენებისთვის
Site menu