Republic of Georgia. Tbilisi  - Registration number: B17138113

ქარ   RUS   ENG

LLC. Business Plus / Georgia

Official website of company

გმადლობთ სტუმრობისთვის      Спасибо за посещение      Thank you for visiting  tel: +995599890129;  E-mail: business_plius@inbox.ru   Эл. почта для проектов;  e-mail, for projects:  project_bpg@mail.ru

სარეკლამო ადგილი 293 x 133

1 განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, გარკვეულ წილად........
2 ბიზნესის 7 სულიერი კანონი და ნეგატივი რომელიც თან გვდევს
3 დროებითი შრომის უუნარობა - ე.წ. ბიულეტენზე ყოფნა - მისი ანაზღაურების წესი და პირობები
4 გაუფრდხილდით ძლიერ ადამიანებს!!! ისინი სუსტებზე მეტად დაუცველები არიან
5 ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემები და გამოწვევები
 
 
 
 
 

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

სარეკლამო ადგილი 293 x 133

 

სტატიები, статьи, articles

 
Business Plus / Georgia დასაწყისი Начало Start
 
The site is in the process of manufacturing. Accordingly all information is not provided.
საიტი დამზადების პროცესშია. შესაბამისად ყველა ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
Сайт находится в процессе изготовления. Соответственно вся информация не предоставлена.

 
Georgia

 

სტატიები ქართულად

Статьи на русском

Articles in English

 

1 განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, გარკვეულ წილად თავისი საქმის პროფესიონალები, მეორეს მხრივ ადამიანური რესურსების მაძიებლები .........

ერთის მხრივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები და მეორეს მხრივ ადამიანური რესურსების მაძიებლები, რომლებიც აცხადებენ რომ პროფესიონალი ან/და მოტივირებული ადამიანების დეფიციტია. როგორ ფიქრობთ, სად არის მათი გადაკვეთის წერტილი? ეს საკითხი იმდენად ძირეულად არის შესასწავლი, გადასაჭრელი, რომ საკითხზე მოკლედ დამაჯერებელი აზრის გამოთქმა მრავალი მიზეზის გამო უბრალოდ შეუძლებელია და გაშლილი სახით შეიძლება იყოს 45 სალექციო საათი, მაგრამ მე ვეცდები საკითხი ჩამოვაყალიბო რაც შეიძლება მოკლედ.

დავიწყოთ ელემენტარული ჩვეულებრივი ხელშეკრულებით, აქ თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ ვინც არ იცის, ვეტყვი რომ ხელშეკრულება მისი შინაარსით, მასში დაცული აზრით, სულყოფილად რომ გაიგოთ, მინიმუმ 10-ჯერ მაინც უნდა წაიკითხოთ. მინდა გითხრათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გონებასუსტი ხართ, უბრალოდ უნდა გავითავისოთ ფაქტი: ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რაზე ხელმოწერის შემდეგაც მხარეებს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი წინადადება, სიტყვა და სასვენი ნიშანიც კი, მაღალ დონეზე უნდა იყოს შესწავლილი.

იგივე პრობლემებია განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, იგივე გარკვეულწილად, პროფესიონალებს და ადამიანური რესურსების მაძიებლებს შორის, რომელთა გადაწყვეტა ან, თუნდაც ოდნავ მაინც, დარეგულირება დღევანდელ საქართველოში საკმაოდ რთულია და იმდენად ძირეულად არის შესასწავლი და საბოლოოდ გადასაწყვეტი, რომ ლამის ერთი დიდი კვლევითი ინსტიტუტია საჭირო თავისი მრავალჭირნახული დოქტორებით და პროფესორებით.

ეს ისე, შესავლისთვის. ახლა კი დავუბრუნდეთ საკითხის კონკრეტულ განხილვას, საწყის ეტაპზე ჩამოვთვალოთ პროცესში მონაწილე პირები:

1. დირექტორი - იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ არსებობს ერთი დაუძლეველი წინააღმდეგობა - დირექტორი არც ვუნდერკინდია და არც სოლომონ ბრძენი ანუ ყველა პროფესია არ იცის უმაღლეს დონეზე და გარკვეულწილად დამოკიდებულია ეიჩარზე.

2. ეიჩარი - პიროვნება, რომელიც წარმოადგენს საშუალო რგოლს დირექტორსა და აპლიკანტს შორის, რომელმაც ასევე არ იცის სათანადო დონეზე ყველა პროფესია, რომელიც კი არსებობს მოც. კომპანიაში და იძულებულია დაიცვას სიფრთხილის მაქსიმალური ზომები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უმუშევარი არ დარჩეს.

3. აპლიკანტი ანუ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, გარკვეულწილად თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც აგზავნის სივს და იმედი აქვს რომ სწორად შეაფასებენ მის ცოდნას და უნარებს.

მინდა გითხრათ, რომ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. არავინ ზუსტად და ამომწურავად არაფერი არ იცის. ყველა მოქმედ პირს რაღაცის ეშინია,

დირექტორს იმისი, რომ თანამშრომლის არჩევაში არ შეცდეს და მასზე გაცემული ხელფასი ფუჭად დახარჯული არ აღმოჩნდეს.

ეიჩარს იმის ეშინია, შემთხვევით შეცდომა არ დაუშვას და რეკომენდაცია არ გაუწიოს ისეთ პირს, რომელიც მარტო წაიღებს და არაფერს არ შემოიტანს. ყოველივე ამის გამო კი ეიჩარი ძალიან ბევრს ფიქრობს ან საერთოდ არ ფიქრობს, ანუ სანახევროდ ეცნობა შემოსულ სივებს.

ბევრი ფიქრის ლოგიკური შედეგი კი არის, ასე ვთქვათ, შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებების კასკადი.

მეორე შემთხვევაში ეიჩარი თითქმის საერთოდ არ ფიქრობს და ეფექტურად ამუშავებს ჯარიმების სისტემას, რითაც შესანიშნავად იმართლებს თავს დირექტორის წინაშე და ამით სამსახურის დაკარგვის საშიშროებასაც საგრძნობლად ამცირებს.

აპლიკანტი - ეს არის პირი, რომელიც ყველაზე დაჩაგრულია და რომელსაც ყველასი და ყველაფრის ეშინია, თუნდაც იმისი, რომ ეიჩარი მის მიერ სივში დაწერილ ფრაზას ან ისე ვერ აღიქვამს, როგორც დაწერა ან საერთოდ არ წაიკითხავს და უარით გამოისტუმრებს.

ასე რომ, თუ ყველა ზემოთ ნათქვამს გავითვალისწინებთ, ყველაზე მეტად ზარალდება საქმე, რომელიც პროფესიონალმა ან შრომისმოყვარე. მოტივირებულმა და სანახევროდ მაინც პროფესიონალმა უნდა აკეთოს,

 ესენი კი სულ თავისუფლად შეიძლება დარჩნენ შესაძლო სამსახურის გარეშე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ეიჩარს აქვს მხოლოდ ეიჩარის კვალიფიკაცია და არ გააჩნია იმის ზუსტად გაგების უნარი, თუ რისი გადმოცემა სურს აპლიკანტს სივში ჩაწერილი რომელიმე წინადადებით, ფრაზით, სიტყვით.

არადა ყველას არ აქვს უნარი ზუსტად გადმოსცეს თავისი ჩანაფიქრი წერილობით, გასაუბრებაზე კი არავინ არ ეძახის.

ამ დროს კი ეიჩარი წააწყდება ნაკლებად პროფესიონალის სივს, რომელსაც ლამაზად აქვს ჩამოყალიბებული სათქმელი ქაღალდზე, მაგრამ გასაუბრებაზე რომ დასვა, ასე ვთქვათ, ბრინჯივით დაიბნევა.

ყოველივე ამის გამო, ეიჩარი სივში მოყვანილ ფრაზებს იღებს, როგორც მშრალ ინფორმაციას და მეტს არაფერს.

არადა ამ ქმედებით აზარალებს ერთის მხრივ, მისთვისვე საჭირო აპლიკანტს, მეორეს მხრივ საქმეს და მესამეს მხრივ, საკუთარ თავს, რამეთუ მისთვის საჭირო პროფესიონალის სივი და ტელეფონი წინ უდევს და მას კი მაგიდის კუთხეში სივების გროვისკენ გაურბის თვალი და ღამეებს ათენებს, რის შემდეგაც ამბობს გუშინ ღამე გავათენე ბევრი ვიმუშავეო.

გაგრძელება იქნება.

პატივისცემით, დავით დავითლიძე

ველოდები თქვენს გამოხმაურებას თქვენი ნებისმიერი აზრი ჩემთვის ძვირფასი და მისაღებია.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

2                  ბიზნესის 7 სულიერი კანონი და ნეგატივი რომელიც თან გვდევს

ბიზნესის 7 სულიერი კანონი
კანონი ნომერი პირველი
ცნობიერი გავლენის კანონი
დაფიქრებულხართ თუ არა როგორ ცხოვრობთ? რას აკეთებთ ყოველ დღე? რისთვის აკეთებთ? რა მიზანი აქვს თქვენს გაკეთებულს. რა მომავალი აქვს თქვენს გასაკეთებლს?
როგორ რეაგირებთ ემოციებზე, საკუთარ ემოციებზე და სხვის ემოციებზე? 
ნებისმიერ თქვენს რეაქციას მოყვება შედეგი. 
თუ თქვენ ცუდათ რეაგირებთ, ანუ ცუდ ემოციებს ავრცელებთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენგან მოდის ეს ემოცია თუ სხვა ადამიანისაგან, ის მაინც ვრცელდება დედამიწაზე და ადამიანებზე გავლენას ახდენს. 
და ამას მოყვება თავისი შესაბამისი შედეგი. ცუდს ცუდი - კარგს კარგი. 
კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ რამეს გავაკეთებთ. ძაან კარგად უნდა დავფიქრდეთ. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ნეგატივს.
ნეგატივი არის ყოველ ნაბიჭზე. განსაკუთრებით ტელევიზორში. ნუ რთავთ ტელევიზორს, გადაააგდეთ ვაფშე. მე პირადად უკვე 10 წელი არ ვხმარობ ტელევიზორს და ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემი რჩევა - გაავრცელეთ მარტო კარგი. როცა ცუდი მოდის თქვენთან ნუ ეხებით მას. ნუ რეაგირებთ. გაქვავდით. რამოდენიმე წამი ან წუთი. ნეგატივს უყვარს როცა მას ეხებიან. ძალიან უყვარს. ამაშია მისი მისია. ის მოდის და მართავს თქვენით. გიყვარსთ როცა თქვენით მართავენ? არვიცი, მე პირადად არ მიყვარს. და როცა რეაგირებთ ის ვრცელდება. და უხარია. და როცა ეს ხდება ხდება კატასტროფები. ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ მასეთ ცხოვრების სტილზე. გიდნა თუ არა ის ყოველთვის მოგეპარება საიდანღაც. ყოველთვის. თან ამას ისე ჩუმათ გააკეთებს ვერ მიხვდები, და როცა მიხვდები, მერე უკვე ძალიან გვიან იქნება. ძალიან გვიან იქნება. 
ნეგატივი ეს არის არაცნობიერი რეაქცია. ანუ ავტომატიური. პირადად მე, როცა მაქ მსგავსი შემთხვევა, შეიძლება რამოდენიმე ხანი ვიყო მაგ არაცნობიერ მდგომარეობაში, მაგრამ მერე გამოვდივარ იქიდან. 
მთავარია იქ არ დარჩე. მთავარია დროზე გამოხვიდე.
ჩვენი საქციელით ჩვენ გარშემომყოფთათებზე რეაქციას ვახდენთ. და ისინი ან იქცევიან შესაბამისად ან გვეუბნებიან "რა გჭირს, ცოტა გამოცოცხლდი". 
ნეგატივში დრო ძალიან მალე გადის. და მერე ვფიქრობთ, რა მალე გავიდა დრო. 
ეს ხდება იმიტომ რომ, ჩვენ დავრჩით ნეგატივში. არადა ნეგატივი არის წამიანი მოვლენა. ჩვენ კი ვავრცელებთ მას. მოვიდა, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ის წავა, და მარტო შენზეა დამოკიდებული როგორი რეაქცია გექნება მასზე. 
გახდი ურეაქციო ადამიანი. გახდი თავისუფალი ადამიანი, ნუ ცხოვრობ იმაში რაც არარსებობს. გამოდი ილუზიებიდან და რეალურად შეხედე ყველაფერს, რადგან ზუსტად სენს მიერ გაკეთებული რეაქციებზე შენდება საზოგადოებირვი აზრი. 
ამას ახერხებს ძალიან ცოტა ადამიანი. და სწორედ ის "ცოტა" გადის კონკრეტულ ცხოვრებისელ შედეგზე. 
ნეგატივი იმიტომ მოდის რომ ცდილობს დაგაბნიოს. და აგარიდოს წარმატებას. ეს გამოცდაა. და მე გთხოვ გააცნობიერო, გაანალიზო. უნდა ისწავლო მისი დანახვა და სად ცდილობს ის გაგიკეთოს "პადნოჟკა". შენ წინასწარ უნდა დაინახო ეს, უნდა შეგეძლოს მომავლის ხედვა. ეს უდნა ისწავლო. მე თუ ახლა ესე ვიზავ რა მოხდება. ან მე თუ ამას ახლა ესე არ ვიზავ რა მოხდება? ამის დანახვას მარტო პრაქტიკაზე შეძლებ, ძალიან ბერვჯერ რომ დაეცემი. და შეცდები. ნუ გეშინია ჩეცდომების დაშვებას, ისინი გასწავლიან როგორ არუნდა გააკეთო. 
და აი ზუსტად ასე, დაკვირვებით, ბევრ რამეს აარიდებ თავს, და შენი ბედნიერებისკენ მიმავალ გზას უფრო დაამოკლებ.

ავტორი უცნობია.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

3     დროებითი შრომის უუნარობა - ე.წ. ბიულეტენზე ყოფნა - მისი ანაზღაურების წესი და პირობები

 დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები, მაგალითად: შვებულება, დროებითი შრომის უუნარობა და ა.შ. დღევანდელ სტატიით შევეცდები მოკლედ მიმოვილიხო დროებითი შრომისუუნარობა ე.წ. ბიულეტენზე ყოფნა, მისი ანაზღაურების წესი და პირობები. 

უპირველს ყოვლისა თავშივე უნდა ითქვას, რომ დროებითი შრომისუუნარობის დროს დასაქმებული არ არის ვალდებული შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი საფუძველების არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება არ აქვს დასაქმებული გაანთავისუფლოს სამსახურიდან (მოშალოს მასთან შრომითი ხელშეკრულება) მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო თუ პირი დროებით შრომისუუნაროა და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს სამუშაოს/ვალდებულების შესრულებას. არსებობს მავნე პრაქტიკა, რომ სწორედ აღნიშნულის გამო ანთავისუფლებენ დასაქმებულს სამსახურიდან, რაც სხვა არაფერია თუ არა უფლების არამართლზომიერი გამოყენება და სუსტი მხარის კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში ჩაყენება.

საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი პირდაპირი სახით არ არეგულირებს დროებით შრომისუუნარობას, თუმცა დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების წესაა და პირობებს განმარტავს და მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ 2009 წლის 19 თებერვალი ქ.თბილისი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე. სწორედ აღნიშნული ბრძანება/წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

როდის ენიშნება პირს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება? - დროებითი შრომისუუნარობის გამო პირს (როგორც კერძო ასევე საჯარო სფეროში დასაქმებულ პირს) ენიშნება დახმარება თუ ეს გამოწევული შემდეგი მიზეზებით: 
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში; 
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო; 
გ) კარანტინის გამო; 
დ) პროთეზირების გამო; 
ვინ არის პასუხისმგებელი დროებითი შრომითი უუნარობის დროს შესაბამის ანაზღაურებაზე? - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაშიშესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას. 
რა ენიშნება პირს დროებითი შრომის უუნარობის გამო დახმარება? - საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცლის პირველივე დღიდან (საავადმყოფოს ფურცელი ნიშნავს ბიულეტენს). იმ შემთხვევაში თუ პირს დროებითი შრომისუუნარობა ეწყება შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირი გავიდა შვებულებაში თვის 1 რიცხვში 20 დღით ხოლო 10 დღეს კი დაუდგინდა დროებითი შრომის უუნარობა, მას დახმარება ენიშნება 11 დღიდან ხოლო დარჩენილი 10 დღე დაემატება 20 რიცხვიდან 30 ჩათვლით.
რა შემთხვევაში არ ენიშნება პირს დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარება? - პირს რომელმაც მიიღო ტრავმა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას, თუ დაარღვია
მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას და შესაბამის საგამონაკლისო შემთხვევებში; შესაძლებელია პირი ნამდვილად იყო დროებით შრომისუუნარო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში მას არ დაენიშნება დახმარება.
რამდენს შეადგენს დახმარების ოდენობა და როგორ გამოანგარიშდება დროებითი შრომითიუუნარობის დროს დახმარება? - საბაზისო თანხად აიღება ის შრომის ანაზღაურების ოდენობა, რაც აქვს დასაქმებულს, კერძოდ, დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად, საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. მაგალითად: თუ პირს დახმარება დაენიშნა 10 დღით, აღნიშნულიდან სამუშაო დღე შეადგენდა 7 სამუშაო დღეს, მთლიანობაში აღნიშნულ თვეში იყო 22 სამუშაო დღე, დასაქმებულის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, შესაბამისად 1000/22=45.45 ლარი დღიურად, ხოლო აღნიშნული დღიური თანხა მრავლდება გაცდენილ სამუშაო დღეებზე, 45.45*7=318.18 ლარი. აღნიშნული პრინციპის დაცვის მიზანია, რომ დასაქმებულმა მიიღოს ხელფასის ოდენობის თანხა, მცირედი განსხვავება შესაძლებელია ეპატიოს დამსაქმებელს, თუმცა ხელფასის ოდენობის თანხის მნიშვნელოვანი შემცირება არ უნდა მოხდეს.
რის საფუძველზე გასცემს დამსაქმებელი შრომისუუნარობის გამო დახმარებას? -საავადმყოფოს ფურცელს (ე.წ. ბიულეტენს) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს (საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში შესაბამის პირს). დამსაქმებელი ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულ შეტყობინებაში მან უნდა დააფიქსიროს საფუძველი თუ რის საფუძველზე აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს თავის მხრივ დასაქმებულს.
დახმარების გამოანგარიშების დროს რა არ მიიღება მხედველობაში? - ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
ითვლება თუ არა დროებითი შრომისუუნარობა შვებულებაში? - არა, არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შესაბამისად, შვებულების დროს ერთდროულად ორივეს დადგომა შეუძლებელია.
დროებითი შრომისუუნარობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეჩერება და შეწყვეტა - შრომითი ურთიერთობა ჩერდება დროებითი შრომითიუუნარობის დროს, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს, მაგრამ იმ შემთხვევაში ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ანუ მხარეები შეთანხმდნენ მის უფრო მეტ ვადა) თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება, დამსაქმებელს უფლება აქვს მოშალოს შრომითი ხელშეკრულება. ჩემს პირად მოსაზრებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული არაკონსტიტუციურია, რადგან ასეთ შემთხვევაში პირის დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერება, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში დამსაქმებლის ინტერესებს იცავს შრომის კოდექსი და არა დასაქმებულის (გამოსავალია სხვა და სხვა შეიძლება იყოს თუმცა ეს მსჯელობის საგანია). ეს არის მოკლედ ის რაც შეიძლება ითქვას დროებით შრომისუუნარობაზე, ამასთანავე პრაქტიკაში სხვა და სხვა შემთხვევებია სახეზეა, შესაბამისად ყოველი კონკრტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას. დასაქმებულისათვის კი სავალდებულოა იცოდეს, რომ მისი დროებითი შრომისუუნარობა სავალდებულოდ უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა.

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

4 გაუფრდხილდით ძლიერ ადამიანებს!!! ისინი სუსტებზე მეტად დაუცველები არიან

ქარბორბალას დროს მოქნილი ლერწამი იღუნება და შრიალებს, ხოლო ფიჭვი უბრალოდ ტყდება და ნადგურდება, ამბობენ ჩინელები, ხოლო მათ იციან, რასაც ამბობენ.

 

ძლიერი ადამიანები არამარტო საკუთარ თავზე და ახლობლებზე აგებენ პასუხს. ისინი მთელი სამყაროს წინაშე გრძნობენ ვალდებულებას, ვინც მათ ორბიტაზე მოხვდება. ვინაიდან ძალა საკუთარი თავისკენ გიზიდავს-ასე ამბობენ ფიზიკოსები, და მათაც იციან, რასაც ამბობენ.

 

 

დადიან ამ დედამიწაზე ძლიერი ჩუმი ადამიანები. მათ გვერდით ყოველთვის მარტივი, სასიამოვნო და კომფორტული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოა.

ეს სწორედ ის კავალერია არის, რომელიც ყოველთვის ყველაზე საჭირო მომენტში მოდის დასახმარებლად.

გადმობეჭდილია, ვებგგერდიდან: STUDIO WEBGEORGIA  თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.  იხილეთ წყარო

 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

5                                      ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემები და გამოწვევები

,,ჯორჯიან თაიმსი დაინტერესდა, თუ როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში და რამდენად ხელსაყრელი პირობებია ამ მიმართულებით.  

ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარება დადებითი ტენდენციით ხასიათდება, რაც ძირითადად გამოწვეულია საკანონმდებლო რეფორმებით.

ბიზნესგარემოს განვითარების შესახებ რეკომენდაციებს ამზადბენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკოსებსაც აქვთ საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბიზნესი ან/და კონკრეტული დარგი საქართველოში. თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს კერძო სექტორი, რა მიმართულებით ითხოვს იგი მხარდაჭერას და ვისგან.

მნიშვნელოვანია გატარდეს ერთიანი პოლიტიკა როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო სექტორის მხრიდან, რათა რეალურად მოხდეს ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემებისმოგვარება. მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელებისათვის კი აუცილებელია, ზუსტად მოხდეს აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაცია და რანჟირება.

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ქართული ბიზნესი დღეს.ყველაზე მეტად პრობლემატურ საკითხად კვლავაც ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კანონი გაუქმდა, მეწარმეთათვის მაინც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის აღქმა და სწორად გაგება. ამასთან, ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს ინფორმირებულობის საკმაოდ დაბალ დონეს.ნათელია, რომ კანონები ძალიან მარტივ და ყველასათვის გასაგებ ენაზე ვერ დაიწერება.

კერძო სექტორის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

კერძო სექტორის აზრით, სახელმწიფოსა და მას-მედიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც საკმაოდ შეესაბამება გამოვლენილ პრობლემებს. მეწარმეთა აზრით, სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს ზომები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და არსებული ბიზნესების სწრაფ განვითარებას.რესპოდენტების ინტერესთა კონცენტრაცია ისევ და ისევ კანონების გამარტივებისკენ არის მიმართული, როდესაც კანონის გამარტივებისას გათვალისწინებული იქნება ბიზნესმენების მოსაზრებები. შემდეგ კი, კანონი უფრო პრაქტიკაზე მორგებული და მოქნილი გაზდება.

სესწავლილ საწრმოთა 63%-ის აზრით, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია დარგების ან/და მცირე საწარმოებისთვის შეღავათების დაწესება. ეს უკანასკნელი მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია სტრატეგიული დარგების გასავითარებლად. კონკრეტული დარგებისტვის ან მცირე ზომის საწარმოებისთვის შეღავათების დაწესებისას შეიძლება გამოვიყენოთ მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა ქართული რეალობის გათვალისწინებით

სახელმწიფოს როლი ბიზნესგარემოს განვითარებაში

ქართული ბიზნესის აზრით, მას-მედიასაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში. რესპოდენტთა 39%-ს მიაჩნია, რომ მედიამ მეწარმეებს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია ბიზნეს საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. 31% კი ფიქრობს, რომ ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების გაშუქებით მედია შეუწყობს ბიზნესგარემოს განვითარებას. მეწარმეების 29% მედიის როლს სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობაში ხედავს.

დღეისათვის, ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ,,ჯორჯიან თაიმსი  ტელეწამყვანსა და ბიზნეს ექსპერტს, - აკაკი გოგიჩაიშვილს ესაუბრა:

,,ბიზნესის მიმართულებით, ძირითადი პრობლემა საფონდო ბირჟის განუვითარებლობაა. შესაბამისად, ინვესტორს,რომელიც შემოდის და რომელიმე კომპანიის ყიდვას აპირებს, - არ აქვს მექანიზმი სამართლიან ფასზე მიიღოს წარმოდგენა და არ აქვს წვდომა ბანკების ალტერნატიულ საფინანსო რესურსებზე. მთავრობამ ამ ცოტა ხნის წინ გამოაცხად,რამდენიმე საგადასახადო რეფორმა, რაც, თავისთავად,კარგია,თუმცა, მაინც მაღალია ბიუროკრატიის სუბიექტური როლი ბიზნესისთვის საჭირო პროცედურებში . სასამართლო სისტემა კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

განსაკუთრებით სწორედ ბიზნეს-დავების საკითხებშია ეს პრობლემა. ანუ ბოლო ინსტანციაც - ჩაკეტილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-ასოციაციების როლი, რომელიც დაიცავს და გვერდში დაუდგება კოლექტიური სახელით ამა თუ იმ კომპანიას, რამაც იმუშავა ფილიპ-მორისისა და ბრითიშ-ამერიქან თობაქოს შემთხვევაში, რომელთაც, 100 მილიონი დოალრის ჯარიმები გამოუწერა მოსამართლემ და მერე ლობირების შედეგად, აპელაციამ გააუქმა.

პრობლემაა ასევე მიუკერძოებელი და პროფესიული მედიის არარსებობა, როგორც დაცვისა და ინფორმაციის მიღების მექანიზმის. პრობლემაა კადრების დაბალი კვალიფიკაცია და პოპულარული წნეხის ქვეშ სულ უფრო მზარდი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ, ახალ-ახალი რეგულაციები და ჯარიმები.- განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარ

 

6

 

 

7

 

 

8

 

 

9

 

 

10

 

 

11

 

 

12

 

 

13

 

 

14

 

 

15

 

 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

 

1

 

 

2

 
 

3

 
 

4

 
 

5

 
 

6

 
 

7

 
 

8

 
 

9

 
 

10

 
 

11

 
 

12

 
 

13

 
 

14

 
 

15

 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

 

სტატიები ქართულად

Статьи на русском

Articles in English

 

1

 

 

2

 
 

3

 
 

4

 
 

5

 
 

6

 
 

7

 
 

8

 
 

9

 
 

10

 
 

11

 
 

12

 
 

13

 
 

14

 
 

15

 
 

დაბრუნება გვერდის თავში   Вернуться к началу страницы   Back to top of page

Business Plus / Georgia

გვერდის დასასრული Конец страницы End of page

საიტის მენიუ  
Меню сайта
კომპანიის შესახებ
სიახლეები, განცხადებები

მიმდინარე მოვლენები

პროექტები
კონტაქტი
საკადრო პლიტიკა, საკადრო უზრუნველყოფა
სასარგებლო ბმულები
ფოტო გალერეა
ფოტო პრეზენტაცია
ვიდეო გალერეა
ვიდეო პრეზენტაციები
სტატიები, ვიდეო თვითგანვითარებისთვის
შესვლა ვირტუალურ ოფისში
რეკლამა საიტზე
სტატიები
თვითდასაქმება, შექმენი შენი ბიზნესი შენ თვითონ
Site menu